ამბავი, რომელზეც მოგვითხობს უფალი ეს არის იგავი – მეზვერისა და ფარისევლის შესახებ..
ისტორია იმდენად საოცარი და სიღრმისეულია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს გვაფიქრებს ჩვენს ცხოვრებაზე.
✝️ უფლის ტაძარში შედის ცოდვილი მეზვერე და მდიდარი ადამიანი.
ტაძრის წინა ნაწილში ამაყად მდგომი ფარისეველი იმეორებს სიტყვებს:
„გმადლობ შენ ღმერთო, რამეთუ არა ვარ როგორც სხვა, მტაცებელი და მემრუშე, როგორც მეზვერე. კვირაში ორგზის ვმარხულობ და მონაგებისაგან ვწირავ მეათედსო“.
უკან მდგარი მეზვერე კი ზევით ახედვასაც კი ვერ ბედავს თავისი ცოდვილი მდგომარეობის გამო, მკერდზე იცემს ხელს და თვალცრემლიანი ამბობდა:
ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე…
🌻🕊 ჰოი, საკვირველი მართლმსაჯულება ღვთისა. ყოველთა შემწყნარებელმა არ შეიწყნარა ის, რომელიც თითქოს, უნდა შეეწყნარებინა, კაცი ცოდვილი და მტაცებელი კი გაამართლა. უფალმა გაამართლა ცოდვილი, რადგან შეინანა. სხვათა განმკითხველი და დამამდაბლებელი ფარისეველი კი არ შეიწყნარა. ასე რომ, ტაძრიდან გამართლებული მეზვერე გამოვიდა .
უფალის წინაშე გამართლდა ცოდვილი ადამიანი., ამიტომაც ყველაზე დიდი გრძნობაა არა მხოლოდ ლოცვა და მარხვა, არამედ თავმდაბლობაა, როცა ადამიანი გრძნობს თავის ცოდვას და დანაშაულს..
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев