ცოდვიანს, გესლიანს, სადამდე მატარებ,
ცრემლებსაც ვერ ვუძლებ, შენ კი ჯვარს გაგაკრეს,
ითმენდი, იტანდი, მე კი კვლავ დამღალეს....
სიკეთის სანაცვლოდ ითხოვდნენ მაგიერს,
მოყვარეს მეძახდნენ ,მტოვებდნენ მადლიერს,
ძვირფასნი იყვნენ და არავინ გამხადეს,
შემმოსეს და მერე თავადვე გამძარცვეს...
რა ვქნა მეც რომ მატკინეს, ვერ მივაგებ მაგიერს,
მე სიკეთე მწადია ღმერთო, ასე მადლიერს,
დამიამე ჭრილობა,ვეთაყვანო სუდარას,
ქრისტეს ჯვარი ჩემთვისაც გადაიქცა მუდარად,
ენა ისე ბასრია , სიტყვა გახდა უხეში,
თითქოს არსად არ იყოს სულ პატარა ნუგეში,
მეგობარი მეგობარს ციხეს უგებს შორიდან,
სიყვარულს და სიკეთეს ისევ ვაგდებთ გულიდან...
ტკბილ ხარ შენ უფალო,
ტკბილ ხარ შენ ძალიან,
მე ჩემი სიმწარე ეკლებად მაყრია,
რამდენჯერ გიპოვე, რამდენჯერ დაგკარგე,
მიყვარხარ უფალო..
მიყვარხარ ძალიან...............
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев