2014
ფიქრთა თარეშში დავრჩენილვარ ნაობლარივით,
სადაც წყვდიადი არის ყველგან მიმოფანტული.
არსაით არ ჩანს მშვიდობის გზა, მოკეტილი ვარ
და ველოდები ჩემ განაჩენს ბედკრული მარტო.
ჰორიზონტს იქით მე არ ვიცი რა მელოდება,
იმით ვსულდგმულობ, იმედი მაქვს ბოლო წამამდე.
ფარ-ხმალს იოლად მე არ დავყრი, მტერს დავამარცხებ,
რადგან ჩემს გვერდით ღმერთი არის და ზურგს მიმაგრებს.
დღეს თუ მოვკვდები ვიამაყებ ჩემი ცხოვრებით,
უბრალო გზები ვაფერადე ჩემი ფერებით.
ყოველი წუთი შევამზადე უკანასკნელად,
რადგან არავინ იცის ჟამი, როდის დადგება.
თუ სამრეკლოზე იგუგუნებს ზარები ღვთისა
გვახსოვდეს მუდამ: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა.
მინდა გვახსოვდეს ქართველებო ეს ორი სიტყვა,
"გავუფრთხილდეთ ერთმანეთს:, რომ ვიპოვოთ შვება.
ნ. ჭელიძე
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев