Предыдущая публикация
მზადება გორის "დილამაც"
დაიწყო. ოფიციალურად, გუნდი
სამმა ფეხბურთელმა დატოვა:
გრიგოლ დოლიძე და თეიმურაზ
ღონღაძე "ზესტაფონში"
გადავიდნენ, ირაკლი მოდებაძე
კი თბილისის "დინამოში".
"დილა" მუნიციპალური კლუბია,
ეს კი იმას ნიშნავს, რომ
გრძელვადიან პროექტებზე ვერ
ექნება საქმე გათვლილი. მის
ყველა ფეხბურთელს 2013 წლის
ბოლოს დაუსრულდა კლუბთან
კონტრაქტი, რადგან
დაფინანსება კლუბს სწორედ
გასული წლის ბოლომდე ჰქონდა.
"დილა" შუა გზაში არ მიატოვეს
და კიდევ ერთხელ გამოუყვეს
დაფინანსება. როგორც კლუბის
გენერალურმა დირექტორმა
ზვიად შერმადინმა განაცხადა,
"დილას" 610 000 ლარი
ჩაერიცხება და ეს თანხა
მიმდინარე სეზონისთვის იქნება
განკუთვნილი.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев