ბიბლია არსად არ ახალისებს და იწონებს ღმერთის მიერ ნაბოძები სიცოცხლის არა მიზნობრივად გაწირვას.
ამიტომაც ერთი მცნებად ისიც დაგვიტოვა რომ არა კაც ვკლათ, რომელშიც იგულისხმება ასევე ჩვენი თავიც.
უფრო მეტიც, სული წმინდა პავლე მოციქულის პირით ასევე გვეუბნება რომ თავიც რომ დაიწვა თუ სიყვარული არა გაქვს, ამითი ვერ აამებ უფალს.
მთელ ბიბლიას ლაიტმოტივად გასდევს ომის დროს მტერთან, ან ღმერთის მითითებით ბრძოლა, რომელიც უეჭველად გამარჯვებით მთავრდება, ან კიდევ , დამორჩილება გარკვეულ დრომდე მანამდე, სანამ ეს უფლის მიერ არის დაგეგმილი.
დღევანდელმა ჰუმანისტურმა იდეებმა როგორიც არის დემოკრატია და ყალბი დამოუკიდებლობა , ბევრ ადამიანს ოჯახებიდან დაწყებული, სახელმწიფოებით დამთავრებული შეუტანა ცრუ გაგება ამ საკითხებზე.
სატანა ედემის ბაღიდან დაწყებული, ცდილობს ადამიანები მოწყვიტოს ღმერთს და თვითონ დაიქვემდებაროს ისინი.
ამიტომ სიცოხლის დადება, რომელიც შენ არ გეკუთვნის , მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული ბიბლიაში,
როცა გთხოვენ მისი ავტორის დაგმობას,რომელიც არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე.
ყველა სხვა შემთხვევაში დიდია შანსი, რომ შენ ხელიდან გაუშვა ეს მოცემული ერთადერთი შანსი შენი ცხოვრებისა და სამარადისოდ გაწირო შენი სული ჯოჯოხეთისათვის. რამეთუ შენი უფალი ღმერთი, არ მოიწონებს ამ შენს საქციელს რომ არ დაელოდე და იჩქარე შენი ქმედებით, მეორე დაბადებისა და ახალი ღვთიური ბუნების გარეშე რომ წარსდექი მის წინაშე...........
=========
ლუკას სახარება თავი 14
31
ან რომელი მეფე გამოვა მეორე მეფის წინააღმდეგ საომრად, თუ მანამდე არ დაჯდა და მოითათბირა, შეძლებს კი ათი ათასით შეებას ოცი ათას მომხდურს?
32
თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის მომხდური და ზავს სთხოვს.
======
მათეს სახარება თავი 22
11
შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსი არ ეცვა,
12
და ეუბნება მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა.
13
მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘შეუკარით მაგას ხელ-ფეხი და გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’
14
რადგან წვეულნი ბევრნი არიან, რჩეულნი კი მცირედნი.“
======
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
16
არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში?
თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღმერთის ტაძარი და თქვენა ხართ ის.
======
ეკლესიასტე თავი 7
17
დიდად ნუ გაბოროტდები და ნურც გაუგუნურდები - დროზე ადრე რად უნდა მოკვდე?
=====
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
19
ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
1 კორინთელთა მიმართ თავი 6
20
ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.
=======
ფსალმუნები თავი 117
17
არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
=======
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев