არ მოეწონები ვიღაცას...
თოვლივით სუფთა და სპეტაკი რომ იყო,
ვიღაცა ნაკლს მაინც გინახავს...
ყველაზე უმანკო,ალალი რომ იყო-
არ დაიჯერებს მავანი...
უფალთან იყავი სწორი და მართალი-
მიწაზე?! -არ არის მთავარი!..
ყველაზე კეთილი,დამთმობი რომ იყო-
სულელიაო იტყვიან...
ისეთებს გაიგებ,სიზმრადაც ვერ ნახავ-
აქ ყველაფერი "იციან"!..
ყველაზე ერთგული,სულ გული რომ იყო-
ვიღაცას ეჭვები გადაღრღნის...
ნურაფრის მტკიცებას აქ ნუღარ დაიწყებ...
ფიქრადაც,დარდადაც აღარ ღირს!..
ამქვეყნად ყველაზე უმწიკლო რომ იყო,
ტალახებს გესვრიან მუჭებით...
ვერ გადაურჩები მავანთა განკითხვას-
ჭაობის მაგვარი ტუჩებით...
პლანეტის ყველაზე ლამაზიც რომ იყო,
ნაკლს მაინც გიპოვნის ვიღაცა...
ვარსკვლავიც რომ იყო,კაშკაშს ვინ შეგარჩენს-
არ შეგარგებენ იმასაც..."
✍️ ია ნანეიშვილი.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев