(თებერვალი ბერავსო.მარტი კაბას კერავსო)
თებერვალო კარი გაგვიღია!
დედამიწა გელოდება თრთოლვით.მოიყვანე ენძელა და ია.გვიანია.აღარ გინდა თოვლი!
მზე ყვავილობს და არ გაგიკვირდეს.ზამთრის დროა,არ წასულა თუმცა!ახლა,შინდი დაიხეთქავს კვირტებს.მე,იების მოტრფიალე თუმც ვარ.
ნუ ჩამოყრი პეპლებივით ფიფქებს,დედოფალო ზამთრისა და ამ ტყის!ალბათ,გული მაინც არ მოგითმენს,დობილი ხარ ჭირვეული მარტის!
ალუჩები იცვამს ფრთათეთრ კაბას,ატამს ფერი ურჩევნია ლურჯი.თებერვალო სხვა გზა მაინც არ გაქვს.ზეცასავით უფრო გადალურჯდი!
იის მოსვლას ენძელები მოსდევს.გაზაფხული არ იქნება ისე!დაბრუნდები,გადაფიფქავ,ოდეს,
შენებურად.ფიფქებს შემოისევ.
სად იყავი მაშინ,რომ არ თოვდა?!გსაყვედურობ ჭრელი მარტის დობილს.ზაფხულივით ზამთარია!ჰო და ნუღარ მოთოვ!გაზაფხული მოდის.💕💕
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2