ვფიქრობ რომ მე ვქმნი ჩემს ბედს..
არც ავი თვალის მჯერა,
არც თარსი და ბედნიერი რიცხვების, შავი კატაც თავისთვის ცხოვრობს და სულ არ ადარდებს ჩემი გზა..
მგონია რომ ვერც სხვისი წყევლა გამაშავებს და ვერც შეძახილი გამახმობს,
მხოლოდ დალოცვას და ლოცვას ვენდობი,
ის ღვთიურია,
კეთილი გულიდან ამოსული და არ შეიძლება ძალა არ ჰქონდეს.
მძულს სასარგებლო ნაცნობობა.. დასახმარებლად გამოწვდილი ხელიც შეიძლება დაიღალოს და დახმარების მთხოვნელისაც,
ამიტომ მხოლოდ ჩემს თავს ვეყრდნობი და არ განვიკითხავ სხვებს, მაგრამ არც სხვისი აზრია ჩემთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი..
მინდა მჯეროდეს სასწაულის ვცხოვრობ ჩემთვის, უხმაუროდ ველოდები აყვავებულ გაზაფხულს და ზოგჯერ, როგორც ყველა,
მეც ვცდები..."...❤️🌼
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2