მინდვრის გვირილას, ძველებურად,
ფერი აქვს მიტკლის,
დაირცხვინა და ვერ მიამბო გულში ნადები.
რაც კი სმენია სიყვარულზე და რაც კი იცის,
ყვითელი ფერის გულით დააქვს,ყველა სათქმელი.
სპეტაკი, როგორც თოვლის ფიფქი__ზღვის მარგალიტი,
სხვას არავის სთხოვს,
თვითონ მხოლოდ, ორი ფერი აქვს.
ასეთი თეთრი, მოფარფატე, მინდვრის ყვავილი,
ისე გაშლილა, თითქოს მხატვრის დანაფერია.
დიდ სიმწვანეში, თოვლის ფიფქად, ზღვარს გადასული,
თეთრი კაბით და გულმხურვალედ,
შემომხვედრია.
რამდენ სურვილზე გაუცია, ტრფობის პასუხი,
თავის ფურცლებით,
გული რამდენჯერ უტკენია.
ყველას, რომ მისი, აუსრულოს გულისწადილი,
როგორც ფანტელი დადნება და დაიფანტება.
იმედისფერი, გულყვითელა, მინდვრის ყვავილი,
გულით მზეობს და თეთრი კაბით დაიპრანჭება.
დალი გილაური.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев