არასოდეს მესმოდა ქალების, რომლებიც თავიანთი მამაკაცის მიმართ პათოლოგიური ეჭვიანობით იტანჯებიან. რა აზრი აქვს ამ ეჭვიანობას? პირველ რიგში, ეს პარტნიორის მიმართ უნდობლობის საკითხია. და მეორე რიგში – საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა. ან იცი, რომ ეს ადამიანი ღალატს შეძლებს , ან თვლი, რომ თავად არ ხარ ამ ადამიანის ღირსი.
თუ პირველი, მაშინ რატომ ხარ იმ ადამიანთან, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია შეგბღალოს და მიგატოვოს, რომელიც მზადაა მორიგი ახირების გამო გული გატკინოს და თუნდაც თქვენი შვილებიც მიატოვოს? თუ იცი, რომ ეს ადამიანი ადრე ასე იქცეოდა, ნუთუ ფიქრობ, რომ შენს გამო შეიცვლება? არა. თუ ადამიანს პატარაობიდანვე არ ჩაუნერგეს ოჯახური ღირებულებების პატივისცემა, ეს თვისება მომავალში არც გაუჩნდება. მორიგი გაუგებრობა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაშია1 ისევ შინაგან კრახად გადაიქცევა შენთვის, კიდევ ერთი ნაფლეთის დაკარგვად შენი სულიდან. და დროთა განმავლობაში ის დაიწყებს შენს მიმართ ისე მოქცევას, როგორც ერთგული შინაური ძაღლის მიმართ, რომელიც მზადაა წამიერი მოფერების გამო აპატიოს პატრონს დარტყმა.
თუ მეორე, მაშინ პირველ რიგში ისწავლე, რომ საკუთარი თავი ქალად აღიქვა. ქალად, რომელიც საკუთარ თავში ხედავს მშვენიერებას. ქალად, რომელიც სიყვარულისა და პატივისცემის ღირსია. არასდროს მუხლებზე არ დადგე მამაკაცის სიყვარულის თხოვნისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ცხოვრებას ამ მდგომარეობაში გაატარებ. თუნდაც ოჯახი შექმნათ, მას ყოველთვის ეცოდინება, რომ შენი ადგილი მის ფეხებთანაა. დაიმახსოვრე, უმჯობესია, იყო მამაკაცის გულში..
ნამდვილ ქალები არასდროს ეჭვიანობენ თავიანთ მამაკაცებზე. ეჭვიანობენ მხოლოდ ის ქალები ,ვისაც არ აქვს საკუთარი სიყვარულის და ერთგულების რწმენა ...❤️
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев