Предыдущая публикация
დიდი რამე--გაგიკვირდეს,
დაგივიწყეს??!!
შენ ხომ გახსოვს--გაიღიმე.
გიღალატეს??!!
არა უშავს--აიტანე,
განგიკითხეს??!!
აბა რა ქნან--საკუთარი დაალაგეს.
არ სჭირდები??!!
დასჭირდები--გაგიღებენ ისევ კარებს,
ჩაიარეს??!!
განა რამე--შემთხვევით ვერ დაგინახეს.
წაგაქციეს??!!
წამოდექი--არ იფიქრონ დაგამარცხეს,
ცილი გწამეს??!!
დაელოდე-დრო თავად იტყვის სათქმელს.
გადაგცვალეს??!!
და შენ გიკვირს??!!
მაშინ როცა,
ბინძურ ვერცხლში თვით უფალი გადაცვალეს!!
🥰🖋 ეკა ბერიანიძე❤️
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4