Предыдущая публикация
გეკითხებით, სიყვარული კარგია, თუ ცუდია?
ვიცი რასაც მიპასუხებთ, პაექრობა რთულია,
ყველას უყვარს ვიღაც, რაღაც, ზოგიც რჩება წუნია,
სიყვარულის შემეცნება ჭეშმარიტი რჯულია.
მის გარეშე არსებობა, დამერწმუნეთ, რთულია,
როგორც მივხვდი, ჩემი აზრით, სიყვარული სულია,
უყვარს მსხვერპლი, მოთმინება, ციდან გადმოსულია,
მიტოვებულ უკუნეთში მოციმციმე შუქია.
მისი დიდი ტახტრევანი განწმენდილი გულია,
სადაც იგი არა მკვიდრობს, დღე და ღამე ჩხუბია,
რაც მიწიდან გავაძევეთ, კაენური შურია,
ვინც ვერ მიხვდა რა გითხარით, უკვე დაკარგულია. ...❤️🌼
მამა გიორგი თევდორაშვილი
18.06.2019
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3