Предыдущая публикация
თქვენს ოჯახებს შეეწიოს,
ძალა მადლი ჯვარისაო,
სიხარულით ანთებულებს
დრო არ მოგცეთ ჯავრისაო.
ხვავ-ბარაქით დაგეხუნძლოთ,
სამშობლო და ფუძე-ჭერი,
მოკეთენი გაგიმრავლოთ,
მოგირჯულოთ ყველა მტერი.
გული ისე აგვსებოდეთ,
სიყვარულად დაიღვაროთ,
ერთმანეთის შენდობისთვის,
უფლისაგან გაიხაროთ.
თვალ ხატულა გოგო-ბიჭებს,
გიმრავლებდეთ მისივ მადლი
უსასრულო სიხარულმა,
გაგიფანტოთ ურვა -დარდი.
ბედნიერი წელი მოგცეთ,
სალოცავთა მადლი მთისა,
მამულსა და ყველა ქართველს,
გიფარავდეთ დედა ღვთისა!
//ნ. მეფარიშვილი//
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2