საინტერესო ფაქტები ვაჟა-ფშაველაზე:
▪︎ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა პეტერბურგში სწავლისას შეარქვა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა. ფშავ-ხევსურეთში,,ვაჟა’’ კარგ ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავდა.
▪ ვაჟა სხვადასხვა ფსევდონიმებით წერდა: „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა. შ.
▪ ვაჟამ 29 წლის ასაკში, 1890 წელს, ერთი თვის მანძილზე დაკარგა ორივე მშობელი – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა.
▪ 31 წლის ვაჟა-ფშაველას ციმბირის წყლული შეეყარა და მარჯვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაციის შემდეგ თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და „რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.
▪ მეორე ცოლი, თამარ დიდებაშვილი, ვაჟამ ისე შეირთო, რომ თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. თამარის მამას მისთვის ხელწერილი ჩამოურთმევია, სადაც ეწერა, რომ ვაჟას თამარი მიჰყავს ხასად, მისივე სურვილით და სიტყვას იძლევა, რომ მოუვლის შეძლებისდაგვარად კარგად.
▪ სიკვდილის წინ ვაჟამ მთა და მთის წყალი ინატრა. მას ლოგინი იატაკზე დაუგეს და ზედ მინდვრის ყვავილები მიმოუფინეს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:
,,მუხთალო წუთისოფელო,
ტანჯული შვილი გშორდები,
თუ ვინმეს ვალი მიმყვება,
იქიდან გავუსწორდები’’.
▪ დიდუბიდან მთაწმინდაზე ვაჟა-ფშაველას ნეშტი მისმა ნათლულმა, გიორგი ლეონიძემ, და,,ცისფერყანწელებმა’’ გადაასვენეს.
სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ) იროდიონ ევდოშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), შიო მღვიმელი, ვაჟა-ფშაველა, ვაჟას შვილი ლევან რაზიკაშვილი. დგანან თედო და სანდრო რაზიკაშვილები, 1907 წელი.. საპატრიარქოს უნივერსიტეტის არქივი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7