2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 628 ადამიანი.
სოფელი წესი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.
გეოგრაფია[რედაქტირება]
მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. . ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 5 კილომეტრი. წესს აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიხეთი და სორი, დასავლეთით - კვაცხუთი, ხიმში და სადმელი, სამხრეთით მუხლი, ბარი (ონი) და შუა სხვავა. ჩრდილოეთით ალპური საძოვრები. წესი მდიდარია თავისი ლანდშაფტური ნაირფეროვნებით, უღრანი ტყეებით, მდინარეთა ხეობებით, ცივი წყაროებით, სუფთა ჰაერით.
ისტორია[რედაქტირება]
შუა და გვიანდელ ფეოდალურ ხანაში წესში რაჭის ერისთავთა რეზიდენცია იყო, აქ იდგა მათი კარის ეკლესია - ბარაკონი, რომელიც ადრინდელი ფეოდალურ ხანაში იყო აგებული. შემორჩენილია მისი ნანგრევები. წესი დასავლეთიდან ხიდიკრის კოშკით ხოლო აღმოსავლეთიდან მინდაციხით იყო გაამაგრებული.
1753 წელს ააგეს ბარაკონის ახალი გუმბათოვანი ეკლესია. შემორჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის რამდენიმე სიმაგრისა და ეკლესიის ნანგრევები.
წესი ასევე გამორჩეული იყო თავისი კულტურულ- საგანმანათლებლო საქმიანობით. 1808 წელს წესში დაუბეჭდიათ საღმრთო წიგნი „სავედრებელი ღვთისმშობელისა“, ხოლო 1811 წელს - „გამოკრებული სადღესასწაულო“.
სახელწოდება[რედაქტირება]
სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ ხალხის სხვადსხვა ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით ვინმე ხიდიკარს რომ მოადგებოდა, ხიდის აქეთ-იქითა კოშკებიდან გუშაგები გამოდიოდნენ და გამვლელს ღვინით სავსე ჯამით რაჭის ერისთავის დღეგრძელობას თხოვდნენ - ასეთია ჩვენი წესიო. სხვა ვერსიით ხიდიკარში გამვლელებს ბაჟს ახდევინებდნენ, ხალხს არ მოსწონდა ეს და უკმაყოფილების გამოსახტავად ამბობდა - ეს რა წესიაო.
აგრეთვე გავრცელებულია აზრი, რომ ბარაკონზე ყოფილა თავისებური სასამართლო-სამსჯავრო, სადაც ხდებოდა გარკვეული წესების დადგენა და ამიტომაც დაერქვა სოფელს ეს სახელი.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев