------------ -----------

Добавила фото в альбом

გილოცავთ ნიკოლოზობას! წმიდა ნიკოლოზი – მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი 22 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ამ დღეს სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილები ქალაქ მირონიდან ბარში გადაასვენეს. წმიდა ნიკოლოზითეოფანესა და ნონას ხანგრძლივი, გულმხურვალე ლოცვით ღმერთმა ამ ღვთისმოშიშ ოჯახსა და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს წმიდა ნიკოლოზი მოუვლინა. წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. 325 წელს იგი მონაწილეობა
წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მო
სა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება. წმ. გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლე
ყურადღება...ცვლილებები ლოცვებში... თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე: I. დილა-საღამოს ლოცვებს ვიწყებთ ტროპარით: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (3-ჯერ) და ამის შემდეგ ლოცვას განვაგრძობთ „წმიდაო ღმერთო“-დან ჩვეულებრივ. II. თუ ლოცვას ვიწყებთ პირდაპირ „მოვედით თაყუანის-ვსცეთ“-ი (მაგ: ზიარების ლოცვების გაყოფის შემთხვევაში დროის უქონლობის ან უძლურებისას), მაშინ მის ნაცვლად იკითხება „ქრისტე აღდგა მკუდრეთით...“ (3-ჯერ), ხოლო თუ „მოვედით თაყუანის-ვსცეთ“ მოცემულია რომელიმე ლოცვის შუაში, მაშინ ის არ შეიცვლება „ქრისტე აღდგა...“-თი. III. ნაცვლად „ღირს არს“-ისა იკითხება „ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ
თომას კვირიაკე, კვირაცხოვლობა დღეს ეკლესია იგონებს თომა მოციქულისაგან მაცხოვრის გვერდის განხილვას ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. ჰრქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ე
ჯვრის თაყვანისცემის კვირა მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მესამე კვირიაკეს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს აღნიშნავს. დიდი მარხვის მესამე კვირას ყველა მოქმედ ტაძარში უფლის ცხოველსმყოფელ ჯვარს გამოასვენებენ და მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, მას თაყვანი სცენ. ჯვარი უკიდურესი თავმდაბლობის, ღვთისგან ადამიანისადმი უსასრულო და თავგანწირული სიყავრულის გამოვლინებაა; ჯვარი იარაღია ბოროტებასა და უზნეობაზე გამარჯვების; ჯვარი მოწოდებაა ადამიანისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ქრისტესათვის მოწამეობის; ჯვარი ნიშანია ქრისტესი და იგი წინამორბედად გამოისახება ცაზე მისი მეორედ მოსვლის წინ; და ბოლოს, ჯვარი ძალაა ღვთისა ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოცემული, რათა მისი გაძლიერებულებმა ქრი
Показать ещё