რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი – როგორც ედემი. და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, - მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე! ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული - ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული.
Комментарии 2
რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.