Предыдущая публикация
ქალი ხოხბისკისერა
როცა ვკითხე თუ ვუყვარდი
მიპასუხა
ისე რა...
გული წალკოტს დაემგვანა
ნარწყავსა და ნაბარავს
გულს ჩავძახე შემიყვარებს?..
ამომძახა
აბა რა...
ერთი გოგოს სიყვარულმა
გული გადამისერა
მთვარეს ვკითხე შემიყვარებს?..
მიპასუხა
ისე რა...
მთვარემ გული გამიტეხა
დავრჩი ბედის ამარა
ცისკარს ვკითხე შემიყვარებს?..
მიპასუხა
აბა რა?...
მე მიყვარდა იმან კიდევ
გული არ მომაბარა...
მკითხა ჩემთვის თავს გაწირავ?..
ვუპასუხე
დავფიქრდები......
ან გავწირავ ან არა......
...💜...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1