Предыдущая публикация
სულგანაბული გისმენ
მსურს რომ მარადის გისმინო
განა მიყვარხარ? - ისე...
გნახავ და ჩემს უნებურად
ბავშვივით ვცელქობ მყისვე
თავდავიწყებით ვტიტინებ
განა მიყვარხარ? - ისე...
გვერდით ჩაგივლი შეგხედავ
და გზას განვაგრძობ ისევ
მსურს მზერა შემოგაპარო
განა მიყვარხარ? - ისე...
მთების გული გაქვს კარგო
გოლიათობა მთისვე
მსურს ჩავიხედო შენს გულში
განა მიყვარხარ? - ისე.....
...💜...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2