Предыдущая публикация
სიყვარულისთვის
მინდა გაჩუქო ათასი წელი...
ათასი წელი იქნებ ცოტაა
ან იქნებ არის ძალიან ბევრი..
სამყარო მინდა შენ რომ გაჩუქო
იქ სადაც არის გრძნობები ბევრი.
სადაც ცხოვრება მშვენიერია
მინდა შენ იყო ამის მფლობელი.
უშენოთ, ალბათ არ დამიდგება
მე გაზაფხული იასამნებით.
უშენოთ, ალბათ დრო გაჩერდება
და გაშეშდება ჩემთვის ყოველი.
ვიცი... არასდროს არ მომწყინდება
შენთვის ნაწერი ყველა სტრიქონი.
უშენოთ, მუზა გამებუტება
და ვეღარ დავწერ ვეღარც მიპოვნი.
სიყვარულისთვის სიხარულისთვის
ალბათ ამიტომ ქვეყნად მოვედით.
შენა ხარ ჩემი ლექსების მუზა
მუზას რომელსაც მუდამ მოველი..💜
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5