ეს ღამე დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეულია ჯადოქრების საყვარელ დროდ, იდეალურია ნებისმიერი, განსაკუთრებით, სასიყვარულო და შავმაგიური პრაქტიკებისთვის.
ჯადოქრების რწმენით, ლუციფერი ჯოჯოხეთიდან პირველ მაისს ამოდის. ჯადოქრებს სწამთ, რომ პირველ მაისს მამაკაცზე ქალის ძალაუფლება ვრცელდება (ამიტომაა ეს დრო იდეალური სასიყვარულო მაგიისთვის).
ძველი გერმანული ფოლკლორის მიხედვით, ამ ღამით, ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალზე იკრიბებოდნენ კუდიანები, ჯადოქრები და მართავდნენ ღრეობას, ორგიებს, მათ შორის იყო თხის ფორმის მქონე ლუციფერიც, რომელიც სექსუალური აქტით კავდებოდა კუდიანებთან.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხალხური ცრურწმენა და მითებია, რომელიც გადატანით მნიშვნელობას ატარებს. დღესდღეისობით, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ეს ღამე სიმბოლურად აღინიშნება.
#შაბაში #ვალპურგისღამე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев