მომავალ მეუღლეს. (ჯერ არ ვიცი
ვის.):) შენ ხარ, ქალური
შეურისძიების პირველი წვეთი,
რომელიც ახლა მეზლაზვნება
გველივით მკერდზე. გაუჩენიხარ
ცოდვით ევას და მხოლოდ
ჩემთვის, იგონებ მუდამ
ფათერაკებს და ამის შემდეგ. შენ
გამოჩნდები როგორც ჩემი
მფარველი, მხარზე ანგელოზების
ჩამოსხდომა გალობით თუნდაც.
ცდილობ რომ, მთელი დედამიწა
მხოლოდ შენ გგავდეს, მხოლოდ
შენ იყო პოეტების ფარული მუზა.
და წლების მერე, თუ
დამთანხმდი მე ცოლობაზე,
მაჩუქებ ტყუპებს. (შეიძლბა
ერთიც) და დედას დაემგვანება
ტუჩებით და თვალებით, ცამდე
ასწვდება მისი სილამაზე
ღრუბლებში ზეცას. მომდევნო
ბიჭი გვეყოლება. (თუ უნდა
უფალს) და იქნებ მამას
დაემგავნოს სამყაროს ხედვით.
ითამაშებენ თბილ სილაში, ან
ბაღში ჩუმად, როცა ზამთარი
შემოდგომის სიყვითლეს
შეცვლის. უკვე დიდები იქნებიან
ბავშვები მაშინ, (თუმცა,
მშობლისთვის პატარებად
რჩებიან მუდამ.) გვეცოდინება
რომ, მიწაზე იმათი მზგავსი, არ
იარსებებს სულიერი. ისიც ხომ
გვსურადა რომ, სიყვარულით
აგვეკინძა ჩვენ-ჩვენი მძივი, რომ
გვესაუბრა ვარსკვლავებზე,
შემდეგ იაზე. როცა დუმილი
იარსებებს მე და შენს ირგვლივ,
ქალი ხარ ვიცი, ჩუმად მაინც
იეჭვიანებ. მოგეფერები, როცა
ისევ დავრჩებით მარტო, (ყველას
თავისი სავალია აქვს, ჩვენც
გვქონდა ვიცი.) ჩვენივე გულით
ერთმანეთის სხეულებს
ვათბობთ, ერთად ვიქნებით, არ
გვჭირდება ამაზე ფიცი. მერე კი
ალბათ მოვხუცდებით, ძლიერ და
წელში, მოგვტეხავს წლები,
(მოგვართმევენ საუზმეს
სკამთან.) შვილის შვილები
გვიამბობენ ამბებს და გრძელი
ბილიკის ბოლოს, ეს ზღაპარიც
მთავრდება სადღაც. რაც იყო,
იყო. ზამთარიც და ზაფხულის
სხივიც, იყო ამბები ქუჩაზე და
შემდეგ ნიავზეც. აღიარება
(როგორც მაშინ,) შენ დღსაც
გიჭირს, პოეტიაო! ბოლოს
ლექსზე იეჭვიანე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев