“
ქვეყანა წახდა, დამძიმდა,ბოროტსა აგლეჯინესო,
ძმა აღარ ინდობს ძმას და შვილს დედა აკვლევინესო,
„დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!“
წაირყვნა ბარი, მთას მისდგნენ,ბოროტსა აგლეჯინესო,
„დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!“
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,
რწმენა ურწმუნოს მისცესო,
ურჯულოდ სამშობლო ჰყიდეს,
ოქრო-ვერცხლ მოიძიესო,
„დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო,!
ჩვილები ჰყარეს ნაგავზე,სხეული გროშად ჰყიდესო,
„დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო,!
ღმერთო შენშია სიყვარულ,რწმენა, დათმენა იესო!
სამშობლო შენის წყალობით ისევ ჩვენ მოგვეც, იესო.
ღვთისმშობლის ხვედრი ქვეყანა
ჩვენამცა დაგვიბრუნდესო.
„დიდება შენდა უფალო,უფალო ჩვენო იესო!“
გვანცა ქეშიკაშვილი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев