Предыдущая публикация
. .
სიხარულში ბევრი გეტყვის მეგობრობას,
წუხილის დროს შემოგრჩება ერთი-ორი.
საქციელით უნდა სიტყვას გამართლება,
მარტო სიტყვა როდი კმარა განაგონი.
ვინც დაგტოვებს, გროშის ფასიც არ ყოფილა,
ერთგულები გიყვარდეს და მოეფერე.
თუკი ცოტა მეგობარი შემოგრჩება,
ეს ცოტაა სიმდიდრე და შეიფერე!
რაღათ გინდა ყალბები და გამქცევები,
თუკი შენთვის გულის ტკენა შეუძლიათ.
მეგობრობა, უწმინდესი გრძნობაა და,
თვით უფალსაც მოწიწებით შეუქმნია.
ერთი იყოს ათასიდან,ესეც კმარა,
ვინც ტკივილში ტყუპისცალად დაგიდგება.
თუკი ვიღაც შენთან ყოფნით დაიღალა,
მისი თავი სამეგობროდ არ გჭირდება.
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев