დედაჩემის რეცეპტით.
2კვერცხი(L კატეგორია)
1ს/კ ზეთი(არა ზეითუნის,კახური ან რამე მძაფრი)
1ს/კ თეთრი ძმარი
1ს/კ არაყი(არა ჭაჭა)
750გრ სპრედი კაპრო
1ჭ წყალი ოთახის ტემპერატურის
5ჭ ფქვილი(იგივე ჭიქით)
ცოტა ლიმნმჟავა
ავთქვიფოთ კვერცხი,დავასხათ:ძმარი,ზეთი,არაყი.დაუმატოთ ლიმონმჟავა და წყალი.კარგად გავხსნათ და დაუმატოთ ფქვილი.
ცომი უნდა გამოვიდეს საშუალოზე მაგარი და ძალიან ელასტიური.ზელვა მოითხოვს ხანგრძლივ პროცესს,ამის გამო მე გამოვიყენე ცომსაზელი აპარატი და 30წთ ვაზელინე.
შემდეგ ამ მიღებულ ცომს ვაბრტყელებ და სუმევ კაპროს,(სპრედი იყოფა სამ ნაწილად)გადავკეცე ტრადიციულად კონვერტის ფორმაზე და საყინულეში გავაჩერე 40წთ.ასე გავიმეორე ორჯერ.მესამე წასმაზე ქვედა მაცივარში მოვათავსე მთელი ღამე.გაბრტყელების დროს გვერდები თუ არაპროპორციულად გაბრტყელდა ჩამოაჭერით რომ ზუსტი ოთხკუთხედი მიიღოთ.
მეორე დღეს გავაბრტყელე ცომი 48ფურცლიანი რვეულის სისქეზე 🙂
დავჭერი და გამოვაცხვე გახურებულ ღუმელში ორივე წვაზე.
თავდაპირველად 220გრ.რომ ამოვიდა კარგად და ოქროსფერი გახდა მერე დაუწიე ნელ-ნელა და საბოლოოდ დავიყვანე 160გრ რომ გულიც კარგად გამოშრობოდა.
კრემი სასურველი მოუმზადეთ.
თუ ხრაშუნა გინდათ რომ დარჩეს ბოლომდე ცივი კრემი თუ არადა მოხარშული.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев