ჟრუანტელი ხარ, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე,
რაღაც საამო და ნეტარი სევდა-დარდი ხარ,
სილამაზე ხარ სასწაული მზის დაჩრდილვამდე...
მონატრება ხარ, ვედრება ხარ მიწიდან ცამდე,
გულის ფეთქვა ხარ სიყვარულით აჩქარებული,
ფიქრთა ღელვა ხარ, ნაკადულად მჩქეფარე ზღვამდე,
სიყვარული ხარ ხანძარივით გაჩაღებული...
მარტო ჩემი ხარ, დაგიჩემე, დაგისაკუთრე,
სანამ ვარსებობ, შენს ტრფობაზე უნდა ვიმღერო,
სითბოდ მეწვიე, ყველა გრძნობა გამისათუთე
და ამ გრძნობებით, თვით სამოთხე მინდა ვიგემო...
მიყვარხარ ისე, ისე ძლიერ ვერც კი აღვწერე,
უძლური გახდა ყველა სიტყვა გადმოსაცემად,
შენზე ფიქრები მოსვენებას აღარ მაძლევენ,
მზესაც ამ ტრფობით ვეხმარები ამოსაწვერად...
ჩემი ფიქრები, ოცნებები, შენ ერთს გეკუთვნის,
ჩემი გულიც და ყველა გრძნობა რაც კი მასშია,
უფალმა ჯილდოდ მოგვივლინა ვიცი ერთურთი
და სიყვარული ასე ტკბილად შემოგვაჩვია...
გულში კიარა, მთელს სხეულში ტრფობად დამდიხარ,
ჟრუანტელი ხარ, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე,
რაღაც საამო და ნეტარი სევდა-დარდი ხარ,
სილამაზე ხარ სასწაული მზის დაჩრდილვამდე...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев