ოზურგეთი
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)
ოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში, იყო გურიის სამთავროს ცენტრი. გვიან შუა საუკუნეებში ოზურგეთი სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი - ოზურგეთის განძი - ვერცხლის 270 მონეტა.
ოზურგეთი აღწერილი აქვთ იტალიელ მისიონერებს დონ ქრისტიფორე დე კასტელს, ანტონიო ჯარდინას, კლიმენტო გალიანოს, რომლებიც 1628-54 წლებში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ კავკასიაში და 7 წელი ცხოვრობდნენ ოზურგეთში. ოზურგეთის შესახებ ცნობები აქვს დაცული პრუსიის სამეფოს პრინცს ალბრეხტ ჰოჰენცოლერნს, რომელიც გურიაში მოგზაურობდა 1862 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე.
ქალაქად გამოცხადდა 1840 წელს. 1854 წელს ოზურგეთი, როგორც სტრატეგიული პუნქტი, მოიხსენია კარლ მარქსმა თავის ერთ-ერთ სტატიაში [4]
XIX საუკუნეში ოზურგეთში მოგზაურობდნენ და აღწერეს დიუბუა დე მონპერემ, დიმიტრი ბაქრაძემ, სერგი მესხმა (1878), თედო სახოკიამ (1896) და მარჯორი უორდროპმა. 1870-იან წლებში ოზურგეთი სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის განმავლობაში. XIX საუკუნეში ქალაქის ცენტრში არსებულ „სამკუთხა ბაღში“ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გაშენდა იზაბელას საცდელი ნერგები.
1934 წელ ქალაქს, ისევე როგორც მთელს რაიონს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა. 1990 წელს ქალაქს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება, მისი ფარგლები გაფართოვდა და მისი შემადგენელი ნაწილი გახდა ყოფილი დაბა ანასეული.
მოსახლეობა.
2002 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 18705 ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 20 636 კაცი. მათი 94% ქართველია, 4% - სომხები, 1,5% - რუსები. მოსახლეობის 10% ღარიბია. დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%.[5]
ცნობილი ადამიანები.
ოზურგეთი ზამთარში
ოზურგეთში დაიბადნენ:
სიკო დოლიძე — რეჟისორი, სცენარისტი
ვიქტორ დოლიძე — ქართველი კომპოზიტორი
გრიგოლ ტყაბლაძე — ქართველი მსახიობი
გიორგი კეკელიძე — პოეტი
პორფილე ჩანჩიბაძე — ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი
ვიქტორ ლესელიძე — პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი
მანუჩარ კვირკველია — ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
ვახტანგ ბლაგიძე — ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში
განათლება[რედაქტირება]
ოზურგეთში პირვეი სამაზრო სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. სამაზრო სასწავლებლის მოსწავლეები სხვადასხვა დროს იყვნენ სიმონ გუგუნავა, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი. 1874 წლის პირველ ივლისს სამაზრო სასწავლებელი საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი სწავლა-განათლებისადმი. „წელს ოზურგეთის სასწავლებელში მისაღებად იმდენი ბავშვი მოგროვდა, რომ მთელი ოზურგეთი გააკვირვა“ — წერდა „დროება“[6]
ვიკიციტატა
„ოთხი სასწავლებელი ემსახურება ამჟამად სწავლა განათლებას ოზურგეთში: სასულიერო ოთხკლასიანი სასწავლებებლი, საქალაქო სასწავლებელი, საქალებო სკოლა და სამრევლო სასაწავლებელი. ყველაზე ხნიერი ამ სასწავლებლებში სასულიერო სასწავლებელია, დაარსდა 1846 წელს. მეორე ადგილი უჭირავს საქალაქო სასწავლებელს, რომელიც სამაზრო სასწავლებლიდან გადაკეთდა“
(თედო სახოკია)
ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის განკარგულებით XIX საუკუნის დასასრულს სასწავლებელი დაიხურა, რადგან სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობებში. მოგვიანებით სკოლა აღდგა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში სწავლობდნენ სახელოვანი მხედართმთავრები პორფილე ჩანჩიბაძე და კონსტანტინე ლესელიძე, რომელიც საქალაქო სასწავლებელში 1917 წელს ზვანის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა. 1918 წელს ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი გადაკეთდა პირველ დაწყებით სასწავლებლად. 1922 წელს მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდამ აუცილებელი გახადა სკოლის გაყოფა. კლასების ნაწილი ქაიხოსრო გურიელის სასახლიდან თავად გიორგი ნაკაშიძის სახლში გადავიდა. ასე დაარსდა N1 და N2 შვიდწლიანი სკოლები, რომლებიც დღეს N1 და N2 საჯარო სკოლების სახით არსებობენ.
დღეისთვის ქალაქში არის 5 საჯარო სკოლა, 2 სასულიერო გიმნაზია, 9 საბავშვო ბაღი და ერთი სამხატვრო სკოლა. ქალაქის სკოლებში სულ 2855 მოსწავლე სწავლობს და 236 მასწავლებელი ასწავლის.
კულტურა.
ოზურგეთში 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. მათი უმრავლესობა მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდობის თემატიკაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებაზე, ქალთა, დევნილთა და ინვალიდთა უფლებებზე. ასევე არის სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის მხარდამჭერი ორგანიზაციები. ოზურგეთში არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალი.
ქალაქში არის ტელეკომპანია „გურია“, რომელიც გურიის მასშტაბით მაუწყებლობს. გამოდის 4 გაზეთი, რომლებიც მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, (ნაწილობრივ კი მთელი მხარის მასშტაბით) ვრცელდება.
ოზურგეთში მოქმედებს კულტურის რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საბავშვო თეატრი, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა.[7]
თეატრი.
ქალაქში მოქმედებს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი.
ოზურგეთის დრამატული თეატრი
თეატრი დაარსდა 1868 წელს, როდესაც გაიმართა სცენისმოყვარულთა წრის პირველი წარმოდგენა. 1914 წელს ააგეს სათეატრო შენობა. 1921 წელს ოზურგეთში ჩამოყალიბდა სახელმწიფო რევოლუციური დრამატული დასი. 1933 წელს დაიწყო ოზურგეთის თეატრის შენობის მშენებლობა. 1962 წელს თეატრი გადავიდა ახალ, ხუთსართულიან შენობაში. თეატრის შენობა ძველი ბერძნული ტიპის ნაგებობაა და საქართველოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბურია ფილარმონიის შემდეგ. 1968 წელს თეტრმა გადაიხადა არსებობის 100 წლის იუბილე, მას მიენიჭა ალექსანდრე წუწუნავას სახელი. 2005 წელს თეატრი აღიარებულ იქნა კულტურის სამინისტროსა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ როგორც საუკეთესო რეგიონალური თეატრი.
მუზეუმი
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.
ქალაქში არის მუზეუმი. ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, თავდაპირველად მდებარეობდა გურიის გამზირზე, ჰქონდა დათმობილი 3 დარბაზი. 1974-91 წლებში მუზეუმი განთავსებული იყო გურიელის ყოფილი სასახლის შენობაში, რომელიც აგებულია 1873 წელს. 1991 წლიდან გადავიდა ყოფილი სამხედრო დიდების მუზეუმის შენობაში. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.
მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური , ეთნოგრაფიული, დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. სულ მუზეუმში 6000 ექსპონატია, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.
სპორტი.
ოზურგეთში არის მორაგბეთა კლუბი ოზურგეთის ფირალები და საფეხბურთო კლუბი მერცხალი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს.
ქალაქში ორი სტადიონია. სტადიონი მეგობრობა მუნიციპალური საკუთრებაა და მასზე ოზურგეთის მერცხალი თამაშობს. ზვანის საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი კი ოზურგეთის ფირალების საშინაო არენას წარმოადგენს. ქალაქში 2007 წელს აშენდა სპორტის სასახლე [8]
ოზურგეთში მოქმედებს მუნიციპალური სასპორტო სკოლა. ქალაქში არის ტაიკვანდოს კლუბი „გრიგალი“, საკალთბურთო კლუბი „ბახმარო“, ასევე მძლეოსნობის, კრივის, ჰოკეის, ძიუდოს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ჩოგბურთის შემსწავლელი სკოლები და კლუბები.
ღირსშესანიშნაობები.
დიმიტრი გურიელის სასახლე XIX საუკუნეში
ოზურგეთში არსებული ისტორიული ძეგლებიდან უძველესია ოზურგეთის აბანოები. ისევე როგორც საქართველოში აღმოჩენილი სხვა აბანოები ორ იარუსიანია-ქვედა გასათბობი ადგილი და სააბაზანო. უკეთაა შემორჩენილი ქვედა სართული - გასათბობი. შემორჩენილია 1873 წელს დიმიტრი გურიელის მიერ აშენებული სასახლე, სადაც ამჟამად შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენციაა. ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენდა ქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველი კორპუსი, რომელიც 2008 წელს დაინგრა.
დაძმობილებული ქალაქები.
კრაშნიკი, პოლონეთი - 2008
როკიშკისი, ლიტვა - 2009
ვერბკოვიცე, პოლონეთი, - 2010
უკრაინკა, უკრაინა - 2012
ოზურგეთის სამხატვრო სკოლა
ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი
გურიის აგრობიზნეს ცენტრი
დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია "გურია"
გაზეთი „გურიის მოამბე“
გაზეთი „გურია-News“
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев