ოთხი გოგონა ქუჩაში სეირნობდა. ერთ-ერთ ეკლესიასთან კლოუნის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი დაინახეს, რომელიც მათთან მივიდა და უთხრა:
- ძაღლი დამეკარგა. ძაღლი ხომ არ დაგინახავთ?
გოგონებმა უთხრეს, რომ არ იცოდნენ სად იყო მისი ძაღლი. კლოუნმა დახმარება ითხოვა, რაზეც გოგონები დასთანხმდნენ.
ისინი ეკლესიაში შევიდნენ. კლოუნმა კარი დაკეტა და მხოლოდ მაშინღა მიხვდნენ გოგონები, რომ საქმე ცუდად იყო. გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ კარი დაკეტილი იყო, კლოუინი კი სწრაფი და მარჯვე. მან გოგონები დააბა. რამდენიმე საათი წამებით ერთობოდა, შემდეგ კი ისინი დახოცა.
იმ ღამეს ბევრმა დაინახა კლოუინის სისხლიან კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი, მაგრამ ჰელოუინი იყო და მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
დილით მღვდელი ეკლესიაში მივიდა. კარები ღია დახვდა. ეკლესიაში შევიდა. რაღაც ხმები ესმოდა. შუქი აანთო და დაინახა, რომ გოგონების მოჭრილი თავები თოკებზე ეკიდა. თავებიდან სისხლი წვეთებად გადმოდიოდა და სწორედ ამის ხმა ესმოდა მღვდელს.
პოლიციამ ეკლესიის უკან მდებარე სასაფლაოზე გოგონების სხეულები იპოვა.
გადმოცემის თანახმად, თუ იმ ეკლესიაში მიხვალთ, რომელშიც მკვლელობები მოხდა, ოთხი გოგონას სულებს დაინახავთ.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев