Предыдущая публикация
თვალს არ შორდება მწუხარე ცრემლი,
თურმე რა ძლიერ შემყვარებიხარ
რომ შენს სიყვარულს ვერაფრით ვშველი.
ყოველი დღე ხომ დარდს შევალიე,
ყოველი ღამე ფიქრებს სევდიანს,
თვალს რომ დავხუჭავ შენ მელანდები,
ვხედავ შენს სახეს,თვალებს ცრემლიანს.
ამ ქვეყნად შენ რომ არ მყვარებოდი,
ალბათ ვივლიდი ქუჩაში მარტო,
გავიქარვებდი ჩემს გულის დარდებს
და ჩემს გულის ხმას ღამეს გავანდობ.
ნუთუ საერთოდ არ გყვარებივარ
და ჩემზე წამიც არ გიფიქრია,
არ გიფიქრია იმ სიყვარულზე,
რომელსაც ტანჯვა,წამება ქვია.
წავალ და ალბათ ვერასდროს მნახავ,
წავალ,იქნება არც არის გვიან,
ღამესთან ისევ მარტო დავრჩები
უშენოდ მაინც მე მკვდარი მქვია !
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1