სიკვდილი? ხშირად მინდება... სიცოცხლე? არ ვიცი, ხანდახან... სულ ცოტა ალერსი მჭირდება, რომ არ შევიშალო თანდათან... ხანდახან ხარხარი მინდება, ყვირილი მინდება ხანდახან, ხანდახან გულიც კი მისკდება, ლამის შევიშალო თანდათან... ხანდახან სიშორე მაგიჟებს, ჭკუაზე ვიშლები თანდათან, ხანდახან არავინ მჭირდება, მარტოობა მშლის თანდათან... მადლობა უფალს რომ არსებობ, ცოდვები შემინდე ხანდახან, მე შენი სიცოცხლე მჭირდება, რომ არ შევიშალო თანდათან...
სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი. მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი. მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი. ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი. მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი. სანამ ცოცხალი ვარ,