ვერძი
მათ ძალიან უხდებათ კაბები, განსაკუთრებული უპირატესობა ყვითელ და სხვა ნათელი ფერის კაბებს უნდა მიანიჭონ. ეს კი პაემანზე წასვლის წინ აუცილებლად გამოგადგებათ.
კურო
პაემანზე წასვლის წინ აქცენტი სადა ფერებზე გააკეთეთ. თქვენი ტანსაცმელი არ უნდა იყოს ბრჭყვიალა და აქცენტი მხოლოდ მაკიაჟზე გააკეთეთ.
ტყუპები
სრულიად სხვა ადამიანი წარსდექით საყვარელი ადამიანის წინაშე. იმიჯი რადიკალურად შეიცვალეთ, წაისვით მკვეთრი ფერის პომადა.
კირჩხიბი
ჩაცმაზე რჩევა არ გჭირდებათ, რადგან დახვეწილი სტილი გაქვთ, მაგრამ პაემანზე არ დაგავიწყდეთ სამკაულების და აქსესუარების გაკეთება.
ლომი
აქცენტი თქვენს ბუნებრივ ხიბლზე გააკეთეთ. შეიღებეთ თვალები და აქტიურად გამოიყენეთ თქვენი მთავარი ჯოკერი - ღიმილი.
ქალწული
მთავარია თქვენი სხეულის საუკეთესო ნაწილები გამოკვეთოთ, ამას კი მხოლოდ მორგებული ტანსაცმელით მოახერხებთ.
სასწორი
სწორად შეუხამეთ ერთმანეთ ტანსაცმელი და თქვენი თმის ფერი. მთავარია ეს არ შეგეშალოთ, თორემ ფერების არევა, თქვენს იმიჯს დაანგრევს.
მორიელი
ისინი განსაკუთრებული მომხიბვლელობუთ გამოირჩევიან, საოცრად უხდებათ ბუნებრივისგან განსხვავებული ფერი, ამიტომ პაემანზე წასვლის წინ იმიჯი შეიცვალეთ.
მშვილდოსანი
ისინი იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს ეკუთვნიან, რომლების მთავარი ჯოკერი მხოლოდ გარეგნობა და ჩასმის სტილი კი არა, ხასიათია. ამიტომ პაემანზეც იხუმრეთ მშვილდოსნებო.
თხის რქა
აუცილებლად მიყევით მოდას, რადგან ნებისმიერი სიახლე მხოლოდ დადებითად მოქმედებს თქვენს იმიჯზე. გარისკეთ ყველაზე უჩვეულოც.
მერწყული
არ ჩაიცვათ ჩვეულებრივი პერანგი ან საღამოს კაბა. ტანსაცმელი მხოლოდ იმის მიხედვით შეარჩიეთ, ვისთან მიდიხართ პაემანზე.
თევზები
სამწუხაროა, მაგრამ თევზები ხშირად ცდებიან როდესაც აქცენტს ვულგალურ ტანსაცმელზე აკეთებენ, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს შეცდომა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев