Предыдущая публикация
http://m.odnoklassniki.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=52057100517542&_prevCmd=userAltGroups&tkn=736 შემოუერთდით ჩვენს გრუპას
http://m.odnoklassniki.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=52057100517542&_prevCmd=userAltGroups&tkn=8537
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 139
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?
როცა გვერდით გყავს შენი სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?
როცა ბევრისთვის შენ ხარ სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?
როცა თვითონ ხარ შენ ეს სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?
როცა გეტყვიან დიდხანს იცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?
როცა გეტყვიან,
ჩ ე მ ო ს ი ც ო ც ხ ლ ე!
ქალი ხარ..ვარდსაც რომ შეშურდება..
..ქალი ხარ..დილის ნამის სადარი..
..ქალი ხარ..ნუშის გამოგვიძება..
..ქალი ხარ..მზის და მთვარის ნაზავი..
..მინდა რომ გავდე მუდამ გაზაფხულს..და შენმა გულმა გაიაპრილოს..
..მინდა რომ გავდე ზღვის ძლიერ ტალღებს
ვერვინ გაბედოს გული გატკინოს.
ძნელია როცა გიყვარს და იცი_ეს სიყვარული აკრძალულია...
როცა ცხოვრობ და ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია....
ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ.....
გრძნობ როგორ კვდება და შენს სიყვარულს გადარაჩენად ხელს ვერ უწოდებ.....
ძნელია როცა შეგცვალა დრომ და გულს არაფერი არ შეუცვლია.....
ძნელია როცა გიყვარს და იცი_მას სიყვარული არ შეუძლია......
როცა ძებნაში გადის წლები და...... ჯერ არაფერი არ გიპოვია.....
ძნელია როცა ცხოვრობ და იცი_რომ არასოდეს არ გიცხოვრია...!
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჟი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.
ბოლოს და ბოლოს ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!-
მე შენს მეუღლეს ლდუელში ვიწვევ..
ტარიელ ჭანტურია
ჩემი გული დარბაზია
შენ ფარდაგად დარდებს აფენ,
ქაღალდივით სუფთა არის
შენ ლილისფრად აფერადებ.
დარბაზია ჩემი გული
მიდგას ტრფობის სავარძლები,
შენ შემოხვალ და დარბაზის
შუაგულში დაბრძანდები.
ძარღვის ფაფუკ მუთაქებზე
ჩამოაწყობ მწვანე ქოშებს,
მე ისინი მაგონებენ
ატლასებზე ნაქარგ შროშნებს.
შენ ჩემს გულში მოგეწყინა
წამოდექი წასვლას ლამობ,
დარბაზს კარი ავუჭედე
აქ დარჩები სამუდამოდ.
1954
ვახტანგ ნადარეიშვილი.ლამაზი ცხოვრებით გეცხოვროს,
მწვანე ბილიკით გევლოს.. .
ასრულებული ოცნების შენი ულუფა გერგოს.
გაცინებული მენახე, ატირებული არა..
სანამ გინოდოდეს იარე მზისა და მიწის დარად.
მაღალი ღმერთი გფარავდეს, გჩუქნი მიწას და მდელოს,
სულს გადაგიშლი, რათა ჭრილობა გაგიმთელო.
უკან არაფერს მოვითხოვ, მე არაფერი მინდა...
სიცოცხლე? ? ? ... მასაც გაჩუქებ, თუკი ძალიან გინდა......
არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია,
არც სხვის ნაკვალევზე გამივლია,
არც სხვისი სიყვარული მომიპარავს
ჩემიც არასოდეს დამითმია,
ისე მომეპარა გრძნობა გულში
ნაბიჯების ხმაც არ გამიგია,
გული ისე ძლიერ ამიძგერდა,
რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია..
შენმა ლამაზმა გამოხედვამ
გულში ნაკვალევი დამამჩნია,
ჩემი ცხოვრების თანამგზავრად
გულმა მხოლოდ შენ აგირჩია,
შენახარ ის ყველაზე წმინდა,
რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია.
ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა,
ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა,
ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს
თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ.
ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა,
გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა,
ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა.
ქალი??? ყველა ქალი ლამაზია და მიმზიდველი...
ყველა ქალი ეგოისტია და გამყიდველი,
სუყველაშია ალბათ რაღაც უცნობი ძალა,
სუყველა ქალი ჩუმად გულში რაღაცას მალავს...
დადის თავისთვის და ის უყვარს ვინც არ იკარებს
და ვისაც უყვარს ქალი იმას თავს არ უყადრებს...
ქალიი??? ყველა ქალი იდუმალია,
გადააქცია ყველა ქალმა გული გალიად
და ყველა ქალმა ეს ცხოვრება ცოდვით გალია...
შენ??? შენც ხომ ქალი ხარ,
მაგრამ არა,შენ ქალღმერთი ხარ
და ამდენ ქალში უცოდველი ერთადერთი ხარ...
შენი ჰაერით ვსულდგმულობ, შენი თვალებით ვიწვი,
შენი თვალების დამნახველს მე სილამაზე ვიცი!
დაღონებულა ტირიფი, დგას და ეულად ტირის,
ისიც ვერაფრით ივიწყებს, ეს ხომ მე მაინც ვიცი!?
რატომ გაწვიმდა ქუჩაში? მოიცა ქვეყანა იწვის,
ღრუბელს უყვარხარ ძალიან ეს ხომ მე მაინც ვიცი?!
არ გაგიხსენებ არასდროს, დავდე სასტიკი ფიცი!
მიუხედავად ამისა, მე სიყვარული ვიცი.
ქალი
...Ещёქალს ნუ მიენდობი, ქალი ქალია
ქალი ქარია, ქალი მარტია.
ქალი წვიმაა, ცვალებადია
ქალი მზეა და ქალი მთვარეა.
ციური ვარსკვლავია, ღრუბელი, ნისლია
უცხო პლანეტაა, ფეერვერკია
მიუწვდომელია, აუხდენელია,
ქალი ღვინოა, თავბრუს დამხვევია.
ქალი აპრილია, პირველი აპრილი,
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია,
ქალი გიშერია, ძოწია, ალმასი,
იგი მაცდურია, მაგრამ ლამაზია.
ქალი ღვინოა, თავბრუს დამხვევი,
კაცის წყურვილია, გონის ამრევია,
ქალი რა არის? ბედის ირონია,
ფანტასტიკურია, ეგზოტიკურია.
ამოუცნობი ნახატი რითაა?
ქალი ქმნილებაა, ქალი შედევრია,
ერთადერთია...კაცის ღმერთია,
ქალი რომანსია, რენესანსია.
დავიჩის ჯოკონდაა, ჯორჯონეს ვენერა,
<s
ქალი
ქალს ნუ მიენდობი, ქალი ქალია
ქალი ქარია, ქალი მარტია.
ქალი წვიმაა, ცვალებადია
ქალი მზეა და ქალი მთვარეა.
ციური ვარსკვლავია, ღრუბელი, ნისლია
უცხო პლანეტაა, ფეერვერკია
მიუწვდომელია, აუხდენელია,
ქალი ღვინოა, თავბრუს დამხვევია.
ქალი აპრილია, პირველი აპრილი,
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია,
ქალი გიშერია, ძოწია, ალმასი,
იგი მაცდურია, მაგრამ ლამაზია.
ქალი ღვინოა, თავბრუს დამხვევი,
კაცის წყურვილია, გონის ამრევია,
ქალი რა არის? ბედის ირონია,
ფანტასტიკურია, ეგზოტიკურია.
ამოუცნობი ნახატი რითაა?
ქალი ქმნილებაა, ქალი შედევრია,
ერთადერთია...კაცის ღმერთია,
ქალი რომანსია, რენესანსია.
დავიჩის ჯოკონდაა, ჯორჯონეს ვენერა,
ქალი ტიციანის - მაგდალინელია,
ქალი რა არი? - ბედის ირონია,
ეროტიკულია, რომანტიკულია,
ეგზოტიკურია ,ფანტასტიკურია.
კაცის კოცნაზეც კი მექანიკურია!!!
ქალს ნუ მიენდობი, ქალს ნუ მიენდობი,
ქალს ნუ მიენდობი,
ქალი ქალია, ქალი ქ ა ლ ი ა ! ! !
ღუბელმა ცრემლი ფიფქებად ღვენთა
მიწამაც მძივად შეიბა რთვილი
თოვლი რომელიც აქ მოდის ჩვენთან
არის ფაფუკი და ოდნავ თბილი
გინახავთ სადმე ლამაზი უფრო
არ დავიჯერებ არა და არა
ირგვლივ სიმწვანის არის საუფლო
ირგვლივ ხეხილიც კვირტად გამსკდარა
ერშიყება მზის სხივებს ცვარი
სხივი კი მათზე სუნთქვას ამთავრებს
და ეს ზაფხული მზეში დამწვარი
გადაახუნებს ოქროდ თავთავებს
შემოდგომას ხომ თავზე ვევლები
(სად უნახიათ რაც ჩვენთან ნახეს)
ჟღალი დევები – წვანან ქვევრები
და გაბერია ფერდი საწნახელს.
მიდის ცხოვრება, იპარება წუთები ფიქრში...
მიდის ცხოვრება, დავბერდებით რაღაცის ფიქრში...
მიდის ნათელი ახალგაზრდობა,
ოცნების ნისლში.
უნდა შევიდეთ უღიმღამოდ სიბერის ჩრდილში...
წარსული ძველი, საზიზღარი და აწმყო სხვისი,
გაიტანჯები თუ იცხოვრებ, ამ ქვეყნად მისით.
უნდა იცოდე, იამაყო ამ ქვეყნად ვისით...
არ აურიო არასოდეს შენი და სხვისი,
და თუ იქნები სხვის იმედზე ჩალა გაქვს პირში,
რაც არ გეკუთვნის ის დარჩება ყოველთვის სხვისი.
და შენ გაქვს აწმყო, შენი აწმყო იმედის
ღირსი.
გიყვარდეს შენი და იცხოვრე ამ
ქვეყნად მისით.
ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული,
ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,
ჩვენი მეგობრული სიყვარული,
სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,
ჩვენი მხიარული სახეები
არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,
ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,
მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.
გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,
სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ,
ცხოვრების მკაცრი კანონები,
ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,
ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,
მისი მორჩილები ვყოფილიყოთ
ისე უბრალოდ ქალი ვარ და ისე უბრალოდ აგიჩემე,
იცი რამხელა დარდი ვარ და რამდენი ტყუილი დავიჯერე?
ისე უბრალოდ ფიქრი მიყვარს,ღმერთის წინაშე მაქვს დიდი ვალი,
ასე უბრალოს თუ ამიტან,მაშინ გამიხდები საფიცარი....
ისე უბრალოდ ქარი ქრის და ალბათ მეც ამიტომ აგიჩემე,
ჩემი ქალური სული თრთის და სიმართლის მაინც დაიჯერე...
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი..
ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ,
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე,
მონატრებიდან-მონატრებამდე,
დილის სხივიდან-შებინდებამდე.
ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ
თბილი თითებით...
მოფერებიდან-მოფერებამდე
და გაიფიქრებ,
რომ გელოდები
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე.
მე კი
ვინატრებ შენს დაბრუნებას
ძველი სევდიდან-ახალ სევდამდე,
ჩემი ცრემლიდან შენს ცრემლებამდე,
დილის სხივიდან შებინდებამდე.
მოგონებებთან ერთად დავრჩებით
ერთგულებიდან-ერთგულებამდე,
ერთად ვიქნებით,თუნდაც ფიქრებით
მონატრებიდან-მონატრებამდე
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა... სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა...
თვალებს შეუძლიათ _ იცინონ
თვალებს შეუძლიათ_ იტირონ
თვალებს შეუძლიათ_ იცქირონ, შემდეგ დაღლილებმა _ იძინონ
თვალებს შეუძლიათ _ შეყვარება
თვალებს შეუძლიათ_ დავიწყება
თვალებს შეუძლიათ_მოგონება
თვალებს ძალუძს შეჩვენება, ბოღმის შეჩერება, შეკავება
თვალებს ბევრის გული შეუცვლია
თვალებს ბევრი რამე შეუგრძვნიათ
სანამ სიყვარული იარსებებს თავალებს ყველაფერი შეუძლაით
შენი სევდიანი თვალები მიყვარს.
შენი მიბნედილი გაღიმება.
შენი გულიანი სიცილი მიყვარს,
თვალებში სიცილის ჩაბინდება.
შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს,
შენი ფერმკრთალი სახე.