წყვდიადში ჩაძირა
გრძნობები აშლილან,
გრძნობები არსია...
ცხოვრების ბილიკებს
მიჰყვება უჩუმრად.
ეს მისი მანტია,
მოისხა სხვა სხივმა...
სიჩუმის ხვედრია,
მოსმენა სივრცული,
გარინდულ ჰაერში
არ არის სხვა ტყვია...
სუჩუმეს ვუსმენ და
სიჩუმის ხმა მესმის,
გავყუჩდი რადგანაც
გაყუჩდა ტკივილი,
არ დადო დამბაჩა,
დუელში გავარდა
ის ტყვია უეცრად
ჩემს გრძნობებს რომ ჰგავდა...
და ჩუმად მოფრინდა
ნამდვილი ფერია,
ეს ხომ სიყვარულის
სიმშვიდის ფერია...
სიჩუმე თითქოსდა,
სიწყნარეს არ ჰგავდა
მას უფრო დიდი და
ლამაზი ზღვა ჰყავდა...
ტალღები შთანთქავენ
სიწყნარის ელექსირს
ჩაძირულ გრძნობებში
ამოდის ყოველთვის...
სიჩუმე დადგა და
სიჩუმე გამეფდა,
დედოფალს არ უნდა
პაიკი რომ ერქვას...
მორენა იფექ
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев