მაპატიე, ალბათ მეც ვარ დამნაშავე, რომ მიყვარდი ემოცია ვერ დავმალე. დავაშავე სიყვარული მოვითხოვე, გრძნობებს ასე დაჟინებით არ ითხოვენ. შენ კი გულში თვითნებურად ჩამისახლდი, ვიცოდი რომ არასოდეს არ გიყვარდი. დროს გპარავდი და ვფიქრობდი მოვიდოდა, დღე როდესაც შენი გული მომითხოვდა. მაგრამ შევცდი მაპატიე ეს შეცდომა, ახლა ვხვდები რომ არასდროს აღარ მოხვალ. მაპატიე ეს ბავშვური აზროვნება, მთებს ვეტრფოდი სულელური ხედვა მქონდა. დამავიწყდა, ყველაფერი დამავიწყდა, სიყვარული ცალმხრივად რომ არ გამოვა. შეიძლება ახლა უკვე გვიანია, და ვერ შეძლო ამ სიგიჟის პატიება, ღმერთმა იცის ტკივილამდე რომ მიყვარდი, და შემინდობს , ამ ცრემლებს ხომ ისიც გრძნობდა. იქნებ ერთ დღეს შენც უსაზღვროდ შეგიყვარდეს,
მაპატიე, ალბათ მეც ვარ დამნაშავე, რომ მიყვარდი ემოცია ვერ დავმალე. დავაშავე სიყვარული მოვითხოვე, გრძნობებს ასე დაჟინებით არ ითხოვენ. შენ კი გულში თვითნებურად ჩამისახლდი, ვიცოდი რომ არასოდეს არ გიყვარდი. დროს გპარავდი და ვფიქრობდი მოვიდოდა, დღე როდესაც შენი გული მომითხოვდა. მაგრამ შევცდი მაპატიე ეს შეცდომა, ახლა ვხვდები რომ არასდროს აღარ მოხვალ. მაპატიე ეს ბავშვური აზროვნება, მთებს ვეტრფოდი სულელური ხედვა მქონდა. დამავიწყდა, ყველაფერი დამავიწყდა, სიყვარული ცალმხრივად რომ არ გამოვა. შეიძლება ახლა უკვე გვიანია, და ვერ შეძლო ამ სიგიჟის პატიება, ღმერთმა იცის ტკივილამდე რომ მიყვარდი, და შემინდობს , ამ ცრემლებს ხომ ისიც გრძნობდა. იქნებ ერთ დღეს შენც უსაზღვროდ შეგიყვარდეს,
სულის ტკივილი იცი რა არის? როცა გიყვარს და საათს უყურებ, სულის ამოსვლას რომ ჰგავს ის წუთი, ვეღარაფერი რომ ვერ აყუჩებს, როცა სიჩუმე გულს ნელა გიკლავს, დრო რომ გასულ წუთს აღარ აბრუნებს, რომ გენატრება და ვერ ეხები, ვიღაც შენს სუნთქვას მახეს რომ უგებს, როდესაც სუნთქვის ძალა არ გყოფნის, მაგრამ, ვინც გიყვარს, ეს არ აწუხებს, როცა მის ღიმილს, ასე რომ ელი, დაუფარავად, ის სხვას აჩუქებს, ალბად არ იცი, არ განგიცდია, წამის სიჩუმე როგორ გაყრუებს, სულის ამოსვლას რომ ჰგავს ტკივილი, ვეღარაფერი რომ ვერ აყუჩებს, თუ სიყვარულის უნარი არ გაქვს, გულის ტკივილიც არ გაგაბრუებს სულში ჩაღვრილი ცრემლის გოდება როცა არ იცი, სხვას ვერ გაუგებ..
სამწუხაროდ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ ოცნებები იშვიათად სრულდებიან მე აქ დავჩი ცას დასჩემდა ფერი შავი შენთან ალბათ მუდამ თეთრი ღრუბლებია. იმედი მაქ ოდეს მოვა გაზაფხული ოღონდ არა იმდაგვარი, როგორც ამ წელს ისევ ისე კვლავ ვიქნებით ვიცი ერთად, მაგრამ ლოდინს რა აიტანს ნეტავ ამდენს. მენატრები უფრო, მეტად მენატრები ეს სიზმრებიც როგორ აღარ მეორდება მანუგეშებს მხოლოდ ერთი რამის ცოდნა წინ რომ კიდევ სხვა ცხოვრება გველოდება. მადლობა ღმერთ,ს რომ იყავი ახლაც რომ ხარ გულში, სულში, სისხლძარღვებში დამიჩემდი არაფერი არ შემეძლო იმ დროს თორემ ხომ იცი, რომ არასოდეს გაგიშვებდი.
დახატე ფერადი სამყარო, ცხოვრება დაიწყე თავიდან! იბრძოლე წარსულმა გასწავლოს, სინათლის გარჩევა ღამისგან. თვალები სინათლით აავსე , სევდა და ცრემლები არ გინდა. ცხოვრება იმდენად მოკლეა, მხოლოდ სიყვარულით გაიტან! ხატის წინ ილოცე გულიდან, სიკეთე დახატე ულევი, უფლისგან ისურვე წყალობა, მადლობას ნურვისგან ნუ ელი! დახატე ფერადი ფერებით , ცხოვრება ურჩი და თავნება! აღარ შეგეშალოს დიდი ხარ, სიზმრების ცხადიდან გარჩევა. თვალებში ნაღველი გაფანტე, მომავლის ფიქრებს ნუ დასევდავ , ცხოვრება ძალიან მოკლეა, სევდისთვის ადგილი არ რჩება! ღიმილი ჩააცვი ტკივილებს, აყუჩებს მერწმუნე ყველა-ფერს, დახატე ფერადი ცხოვრება, უკეთესს ვერ შექმნი ვერაფერს!
მე შენ არასოდეს მინახიხარ ,სადღაც ოცნებაში გხატავდი, ჩვენში გამარჯობაც არა თქმულა და არც არასოდეს ნახვამდის, მე შენ არასოდეს მინახიხარ, თვალებს დავხუჭავდი გხედავდი, ლამაზ ფრესკებიდან ჩამომყავდი და ჩემ ანგელოზად გძერწავდი, მე შენ არასოდეს მინახიხარ, არც შენ გინახივარ ალბად, იქნებ იმიტომაც შემიყვარდი რომ არ არსებობდი ა რ ს ა დ...
ისე გაიღიმე ღრუბელს მზე ეგონოს, თუნდაც ეს ღიმილი იყოს წამიერი! ისე შემაყვარე სულში გამოჯდეს და გული ამომივსოს სუმთლად ცარიელი! ისე ჩამეხუტე სული,რომ გამითბოს კარზე დეკემბერი ვხედავ მოგვდგომია, ისე შეგიყვარებ,ხალხი გავაგიჟოთ! იქნებ გიფიქრია ,,ეს რა მომთხოვნია''? დილა ბუხრისძირას ერთად გავატაროთ, გრძნობა ამოვროშოთ თუნდაც სულელური, ღამე ძილისწინაც თავთან დაგიჯდები, კოცნა,რომ გაჩუქო ,,ჩემდაუნებური'' ისე შემიყვარე შენზე ფიქრით მოვკვდე! ლექსი,რომ მოგიძღვნა სულაც ,,ჩემებური'' ისე გამიღიმე გული,რომ გამილღვოს თუნდაც ეს ღიმილი იყოს პოეტური!
რომ მიმატოვე არ გეგონოს გამოგეკიდო! მოღალატეებს ღალატი გაქვთ ცხოვრების წესად წესით მე უნდა ვერ გიტანდე ფეხზე მეკიდო სინამდვილეში მენატრები სულ უფრო მეტად! მე დავიწყება ვერ შევძელი რა ვქნა რა გიყო რამდენი ტკბილი დღეები გვაქვს მე და შენ ერთად რომელი ერთი გავიხსენო რითი დავიწყო გახსოვს? ოდესღაც ბედნიერნი ვიყავით ქვეყნად! ჩემი ლექსები დაწერილი სულ შენთვის იყო სიყვარულისთვის ვათენებდით ღამეებს თეთრად მაგრამ გრძნობები ბოლოს შენი ორად გაიყო და სული შენი შენ მიყიდე რატომღაც ეშმაკს!
და მაშინ, როცა მჭირდებოდი გვერდით არ მყავდი, ეხლა შეჩვეულ უშენობას სულში ვამეფებ. ვიცი ვერასდროს დაბრუნდები ჩემს გვერდით, მაგრამ მინდა იცოდე ჩემო კარგო მე შენ გაღმერთებ. სულში შეჩვეულ უშენობას ნუ გადამაჩვევ, მე მივეჩვიე უიმედო გზაზე ბორიალს. ვინმე სითბოთი გამოწვდილი სადმე, რომც დამხვდეს, ჩავთვლი, რომ სითბოს სადღაც სულ სხვა მისი ტოლი ჰყავს. ჰო, მაშინ როცა მჭირდებოდი ობლად დამტოვე, სულში შენს ხსოვნას მარად ვუნთებ მე ღვთიურ სანთლებს. არ ვიდარდებ თქო ვიძახოდი, მაგრამ ვერ გტოვებ, სულ ყველა ღამის უნებურად ვათეთრებ წამებს. ვათენებ? არა ჩემო კარგო! მისით თენდება, მე მხოლოდ ფიქრით ვილამაზებ წყეულ უკუნეთს. "მენატრები" თქო ისევ გეტყვი, მაგრამ ძნელდება, რადგან იმედი
Показать ещё