ბოროტი მასა, დღემდე
მირევენ ფიქრები თავგზას,
ირგვლივ რამდენი ჩვენგანი
ქრება, მე ვიბადები, ვიღაც კი
კვდება.. .განვიცდი უსაზღვროდ
ნაცნობთა დარდებს, მინდა,
რომ ამით ყველა მე მგავდეს,
გადავუკეტოთ სიძულვილს
გზები და შევუცვალოთ
ცხოვრებას ფერი.
ამპარტავნობას მოვუღოთ
ბოლო, ბედნიერება ეს არის
მხოლოდ, ურთიერთობა
გავხადოთ თბილი,
შევინარჩუნოთ ქართული
სტილი. ერთმანეთისთვის
ვიბრძოლოთ თუნდაც, სანამ
სამშობლოს სული კვლავ
უდგას, აღარ ჩავარტყათ
წაქცეულს წიხლი, ყოველთვის
გვქონდეს უფროსის რიდი.
თავისუფლება დავსახოთ
მიზნად და ფასი ჰქონდეს
ყველა ჩვენს სიტყვას,
სიყვარულს მივცეთ მთავარი
ძალა, ჩემი აზრები უკვე ლექსს
ფარავს... უსამართლობას
დავუგოთ მახე და ავარიდოთ
ერთმანეთს საფრთხე, ოცნებას
მივცეთ ახდენის ნება!
სასწაულები ჯერ კიდევ ხდება
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев