სააღდგომო პასკა შედედებული რძით
შემადგენლობა
ხაჭო - 400 გრ 9%
კარაქი - 150 გრ (ოთახის ტემპერატურის)
არაჟანი - 150 გრ (ოთახის ტემპერატურის)
შედედებულ ი რძე (მოხარშული) - 1 ქილა(400 გრ)
ნუში - 50 გრ (დაჭრილი)
ქიშმიში - 50 გრ
მომზადება
მოხარშული შედედებული რძე პასკას აძლევს უგემრიელეს კარამელის გემოს. დიდი პასკის გასაკეთებლად საჭიროა დიდი წონის ტვირთი.როგორც წესი ტვირთად ვიყენებთ წყლით სავსე ქილას.
ჯამში მოვათავსოთ : ხაჭო, კარაქი, არაჟანი, მოხარშული შედედებული რძე და ყველაფერი კარგად ავურიოთ. შეიძლება ავურიოთ ბლენდერით.
მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი. დავამატოთ ქიშმიში დაჭრილი ნუში და ავურიოთ.
ჩავდოთ ხაჭო ფორმაში
პატარა ფორმებში ჩავაფინოთ 4 ფენად დაკეცილი მარლა და გავანაწილოთ მასა ფორმებში.
ჩავდოთ ხაჭო ფორმაში
მარლის ბოლოები ამოვუკეცოთ ზემოთ, ზემოდან დავაფაროთ ფორმების ზომებზე გამოჭრილი მუყაოს ნაჭრები. და ზემოდან დავადოთ ტვირთი, მაგალითად წყლიანი ქილა.
ჩავდოთ ხაჭო ფორმაში
შევდგათ პასკები მაცივარში 12 საათით. მირთმევის წინ გადმოვატრიალოთ პასკა და მოვაშოროთ მარლა.
გემრიელად მიირთვით!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев