დღეგრძელ გქონოდეთ მარჯვენა
ასწით თასები დავსცალოთ
და ვადღეგრძელოთ ქვეყანა
დაილოცოს შენი მიწა
შენი კუთხე მშვენიერი
ყველა დედას გიდღეგრძელებ
ვინც გაზარდა შენთვის ერი
დედის ძუძუს გიდღეგრძელებ
გაუმარჯოს ყველა აკვანს
ვენაცვალე არსაკიძეს
სვეტიცხოვლის დამხატავსა
ჭიქა ღვინით მოვიგონებ
ნიკალასა ფიროსმანსა
ყველას მათიც ხსოვნა იყოს
ვინაც შენთვის ლექსებს თხზავდა
იძლიეროს ჯარისკაცმა
რომელიც რომ მიწას იცავს
გუთნის დედას მოვეფეროთ
დღეგრძელ იყოს ხარი ნიშა
ჩავიხუტოთ გულში თბილად
მამის ხელლნი კოჟრიანი
მოხუცს თბილად მოეპყარი
არვის არგებს ფორიაქი
გაჭირვებულს დაეხმარე
უწილადე ერთი ლუკმა
ღმერთი ამაგს დაგიფასებს
არც შეგარგებს სხვისა ლუკმას
ნუ დაკარგავ მშობლის ამაგს
ნურცა შვილსა უმადურსა
ყველას სითბო დაანახვე
გაუფრთხილდი სხვების გულსა
გაუმარჯოს მამა ღმერთსა
მიწაზედა ქართველ ერსა
ერთნი ერთ მუშტად შეკრულნი
დავხვედროდეთ წუნკალ მტერსა...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев