Предыдущая публикация
მერამდენეჯერ გეგებები არა გრცხვენია?
რატომ მექცევი უცხოსავით, მე ხომ მიყვარხარ,
სიყვარულს არ გთხოვ,მითანაგრძნე,ასე ძნელია?
თუ გინდა, კიდევ მოთმინებით დაგელოდები,
თუმცაღა წინ ხომ, ბუნდოვანი ერთი წელია...
ვინიცის რაღა არ მოხდეს და აღარც კი ვიყო,
ამიყვავილე, სანამდისაც გული ცხელია,
სანამდის კიდევ გადამირჩა მოლოდინი და
ეს მოლოდინი ჩემთვის, თითქმის ყველაფერია...
ჰე, ვარდობისთვევ ააყვავე ჩემი ვარდებიც,
ასე უსაზღვრო მოლოდინი გადამღლელია.
ნუთუ, იმისთვის დამსაჯე რომ გადაგეკიდე
და რომ ღალატი ჩემი რწმენის, არა მჩვევია...?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев