თავი9
ნენე ისეთი თბილად მიიღეს ღონღაძეებმა, თითქოს ,წლებია იცნობდა ამ საყვარელ ოჯახს და კეთილ ცოლ-ქმარს. მანოს პატარა დასავით შეეთვისა ,რომელიც არასდროს ყოლია და მის მიმართ უფროსი დის მზრუნველმა ურთიერთობამ დააკავშირა.მანომაც ეს უთხრა ერთხელ ,როცა მასთან სოფელში ამოიყვანა ბავშვები.
--ერთი სული მაქვს როდის გნახავ ასე მგონია შენ თუ არ შეგეკითხები და შენგან დარიგებას არ მივიღებ, საქმე არც გამიკეთდება და ვერც შევძლებ რამე ახალს შევეჭიდოო.
სულ სხვა იყო მისი და აჩის ურთიერთობა. აჩი მისთვის ძმა გახდა, ასე ეგონა ყველაფერი მისთვის უნდა მოეთხრო,ახლოს უნდა ყოლოდა,რომ არაფერი შეშლოდა.იცოდა აჩი მათესთვის უბრალო მძღოლი კი არა ,მეგობარი და ახლობელი იყო. აჩიმ აგრძნობინა, რომ ის მისი საყრდენი იყო ,რომელიც მათემ დატოვა მიუხედავად იმისა თვითონ ჯიუტად არ ჩანდა. აჩის არასდროს მიუცია თავისთვის უფლება მათეზე ჩამოეგდო საუბარი,რადგან ერთხელ ისიც გამოუტყდა,რომ ნენე მისთვის უფროსი და იყო და ყოველთვის ეცდებოდა მის გვერდით ყოფილიყო ,როგორც ძმა და არავის მისცემდა უფლებას მისთვის რამე ევნო, ყველა მის აზრს და გადაწყვეტილებას პატივს სცემდა.მიხვდა ,რომ აჩი მის და მათეს ურთიერთობას. განიცდიდა და მათი ეს დაძაბული ურთიერთობა მისთვის ძნელი მისაღები იყო. მერე, როცა გაიგო აჩის მათესთან ნათესაობაც აკავშირებდა და მისი უფროსი შვილის ნათლია იყო,მაშინ მიხვდა აჩის ეგზომ შესაშურ ერთგულებას.
თავადაც ნაკლები ჯიუტი არ გახლდათ და ისიც დუმდა და არასდროს მისცემდა თავს უფლებას,აჩისთვის ეკითხა სად იყო
მათე და საერთოდ რა ცხოვრების წესით ცხოვრობდა ის. ცოლ ქმარს უკვირდა მათი ეს სიჯიუტე და ხშირად გაკვირვებულებსაც ჰქონიათ ერთმანეთრან საუბარი,ამის შესახებ.
--იცი მანო,როგორ უყვარს მათეს,პატარა ბიჭის სიყვარულით,ამდენი ხანია ახსოვდა და ეძებდა,ნუთუ შეიძლება ასეთი
სიჯიუტე,მიეცი ქალს უფლება
დაგიახლოვდეს,შეგეჩვიოს.-ბრაზობდა აჩი .
--მე გაბრაზებული ვარ მათეზე ეჭვიანი და ამბიციური კაცია. ისე იყო ქალებით გათამამებული ,რომ ეგონა რახან ნახა ,მორჩა ნენე მისი მადევარი გახდებოდა. ძალიანაც კარგი,თუ არ უნდა იყოს. სხვას მაინც დააცადოს ბედნიერება. ხედავ რა დღეშია ბადრი გიორგაძე
მალე კარებების მტვრევას დაიწყებს და ნენეც დასთანხმდება,რადგან გიორგაძე ხელწამოსაკრავი კაცი არ არის.- აჩი ჩუმად უსმენდა ცოლს და გულში ეთანხმებოდა თორემ ხმამაღლა მათეს აუგს ,როგორ იტყოდა.
--ხოდა ქალები ამ თემაზე თუ ლაპარაკობ ეცადე მათეს მხარეს ილაპარაკო ხშირად ახსენე მივლინება ,მოუცლელობა და არ გავიგო ბადრისკენ გადადგმულ ნაბიჯს დაეთანხმო ,თორემ მორჩა ჩემი ხელით მოგკლავ.-ქმრის ბობოქრობაზე მანოს ჩუმად გაეცინა.
--დაიკარგე აქედან შენ ის გირჩევნია მაგ შენ მათეს მოახსენო გიორგაძის აქტიური სწრაფვა, სურვილები, ნენეს მიმართ, თორემ მოკვლა ჩემგან ნახე მერე.
ერთმანეთს კი ემუქრებოდა ცოლ-ქმარი; მაგრამ განა რამეს გაბედავდნენ და
ნენეს რამეს ეტყოდნენ , ისე უყვარდათ და ისე პატივს სცემდნენ ნენეს.. ერთხელ მანომ აჩის ისევ ჩამოუგდო საუბარი თავის გულისტკივილზე უეცრად ქალი გაჩუმდა და გიჟივით სიცილი აუტყდა.
--რა იყო გოგო ნუ გამაგიჟე არ მითხრა ამდენმა ფიქრმა გაგაგიჟა თორემ მართლა მომკალი. -გაბრაზებული უყურებდა აჩი ახარხარებულ ცოლს.
--არა არ გავგიჟდი მაგრამ , რაღაც გამახსენდა და გეფიცები , მართლა თუ გამომივიდა ჩანაფიქრი გენიალური გოგო ვიქნები. - იცინოდა მანო.
--რა ხდება გოგო ნუ დამტანჯე,თქვენი ახლა სათქმელი. -გაუბრაზდა აჩი ისევ ცოლს.
--სათქმელს მაშინ გაიგებ დეიდა
ქეთევანთან ,რომ წამიყვან და მასთან დამალაპარაკებ.-ეღიმებოდა მანოს და ქმარს თვალს არ აშორებდა.
აჩის გაეღიმა.
--მივხვდი მგონი რაღაცას და გამოვა ამისგან ვითომ რამე?
--გამოვა,დამიჯერე გამოვა,თუ ეკვიანურად და გონიერად დავგეგმავთ მაგ საქმეს.-ეცინებოდა
ისევ მანოს და ხვდებოდა აჩიმაც გაუგო და მზად იყო ცოლს დახმარებოდა.
--მაშინ ავჩქარდეთ,მალე მათეც ჩამოვა და გეგმის პირველი ეტაპი მაინც მოვამზადოთ. -იღიმებოდა აჩი.
კვირის ბოლოს ცოლ-ქმარი ბავშვებთან ერთად მათეს სოფელში გაემგზვრა ქეთევანის სანახავად.
სტუმრების მოსვლით გახარებული ქეთევანი ბავშვებს გულში იკრავდა და და მანოს აზრს უქებდა ,რომ გადაწყვიტა ბავშვების ჩამოყვანა და მისი გახარება.
--აჩი განა არ დადის ,მაგრამ შემოირბენს და მორჩა ,შენ სხვა ხარ,რადგან ვიცი დაგტოვებ და ბავშვები გამახალისებენ და ცოტა მეც გავხალისდები. ნეტავ რათ მინდოდა ამხელა გარემო და სახლ- კარი თუ იქ ბავშვები არ ირბენდნენ მათე კი საერთოდ აღარ ფიქრობს აღარაფერზე. -სევდა გაერია ქეთევანს ხმაში.მანოს შერცოდა ეს ლამაზი და კეთილშობილი ქალბატონი,რომელიც ყოფილი პედაგოგი გახლდათ და ბავშვების სიყვარული სულში და გულში ჰქონდა გამჯდარი.
--სწორედ იმისთვის ჩამოვედი,რომ ყველაფერი მოგიყვეთ და რჩევა გკითხოთ. თუ რამე მეშლება და ისე ვერ ვფიქრობ თქვენ მითხარით და ამ საქმეს შევეშვები,ისევ ისე დავტოვებ,როგორც არის.-წამოიწყო საუბარი მანომ ,როცა ვახშმის შემდეგ,ყავა მოადუღა , ქეთევანთან და აჩისთან ერთად აივანზე გაშლილ პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა.
--რა უნდა მითხრა ჩემო გოგო ვგრძნობ საუბარი ჩემს მათეს ეხება. ხდება რამე რაც მე არ ვიცი და ნამდვილად უნდა ვიცოდე?-იკითხა ინტერესით ქეთევანმა და მანოს მიაცქერდა.
--კი მათეს ეხება და თქვენ უნდა იცოდეთ ,მაგრამ ეს ამბავი თუ მათემ გაგვიგო მე თუ არა, მინიმუმ აჩის მოკლავს.
--რა ხდებ მანო ნუ მაშინებ?.-იკითხა შეშფოთებულმა ქეთევანმა.
--თქვენ იცით მათე შეყვარებული ,რომ არის?-ისეთი იდუმალი ხმა ჰქონდა მანოს,ქეთევანს გაეცინა.
--იი,შენ კი გჰქრი,როგორ შემაშინე გოგო,შეყვარებულია მაშ რა ერთ ,,თეთრ გვირილებიან სარაფანა გოგოზე"-მოისპოს ეგ მასხარა ეგა,როცა რამეს იტყვი ვინმე კარგი გოგოს გაცნობაზე ,იმ წუთში ამ ,,სარაფანას" ლეგენდის მოყოლას ისეთი მსახიობური პათოსით იწყებს ყველაფრის ხალისი მეკარგება .- სევდიანად გაეღიმა ქეთევანს.
--დეიდა ქეთევან დამიჯერეთ მართლა არსებობს ის ,;სარაფანა"გოგო და ამ გოგოს ნენე გარიყული ჰქვია,ამჟამად ცხოვრობს თბილისში ,არის 38 წლის, პედაგოგი და საოცრად კარგი ქალბატონი.ქალი მათეს წარსულიდან .მათემ იპოვა ნენე, მაგრამ მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო ასეა მათი ამბავი,რაღაც ისე ვერ წავიდა საქმე და გაბუტული მათე მივლინებაში გაიქცა,გაბუტული ნენე კი ჯიუტად დუმს და ვითომ მათე არ ახსოვს ,არადა კარგად ვიცით ,რას ფიქრობს
ორივე.დაამთავრა მანომ ამბის მოყოლა და გაკვირვებისგან დაბნეულ ქეთევანს შეხედა.
--რაიო?-როგორც იქნა ხმა ამოიღო ქეთევანმა-.-ის ,,სარაფანა "გოგო არსებობს ,კიდევაც იპოვა და თქვენც იცნობთ მას?-ისეთი ხმა ჰქონდა ქეთევანს მანომ ინანა კიდეც ,რას ვამბობდი ქალს არაფერი მოუვიდესო.
--ქეთო დეიდა, თქვენ თუ ასე ინერვიულებთ სულ აღარ ვახსენებ ამ ამბავს. -ხმაში ცრემლი გაერია მანოს.
--ჰაიტ,რას არ ახსენებ აბა დასხედით და დაწვრილებით მომიყევით ეგ ამბვი ცოლ -ქმარმა,თორემ მათეს ვინ ჩივის მე დაგხოცავთ აქვე.-დაემუქრა ქეთევანი ცოლ-ქმარს.მთელი ღამე ყვებოდნენ მანო და აჩი გაგონილ და ნანახ ამბავს მათეზე და ნენეზე,ბედნიერი და თვალცრემრიანი ქეთევანი კი იჯდა და ჩუმად უსმენდა მათ ,თან გრძნობდა,როგორ მშვიდდებოდა და წყნარდებოდა,რადგან მასაც ჰქონდა შანსი ჰყოლოდა ბედნიერი შვილი და შვილიშვილებით ახმიანებული ეზო გარემო.
--რა იტყვი დეიდა ქეთევან ესე იგი არ ყოფილა ლეგენდა ეს ყველაფერი, ,არსებულა ის ქალიც და, ის დიდი სიყვარულიც?
--ხოდა ეს გვინდა ჩვენც, დანარჩენი მე ვიცი და მაცალე შენ ,თუ ორივეს თავის ფეხით არ მივიყვან საფარში, გამოვკეტავ და მერე ,სანამ ერთ შვილიშვილს არ გადმომაწოდებენ პატარა სანათურიდან, იქამდე მეყოლება ორივე ხმელ ჭადზე და პურზე. მაგათ ვაჩვენებ გაბრაზება, გაბუტებას. ,,მალჩიშკა"-გაუბრაზდა კიდევ ერთხელ შვილს ქეთევანი და ოთახისკენ წვიდა.-აჩიმ და მანომ ერთმანეთს გადახედეს, გაბრაზებულ
ქეთევანს თვალი გააყოლეს და თავშეკავებული სიცილი ატეხეს.
--ვაიმე როგორ გაუბრაზდა შვილს, რაღაც ჩაიფიქრა და ეგ ისეთი ქალია ამ საქმეს აუცილებლად გააკეთებს.-იცინოდა აჩი.ცოტა ხნის შემდეგ ქეთევანი უკან დაბრუნდა და მაგიდაზე პატარა, ლამაზი სპილოს ძვლით მოპირკეთებული ზარდახშა დადო.
--ხედავთ ამ ზარდახშას ეს საგვარეულო ზარდახშაა. აქ ჩვენი გვარის ქალების სამკაულებია ,რომელიც ჩემმა დედამთილმა გადმომცა. ასევე გადავცემ ჩემს რძალს და ახლებსაც დავუმატებ, რადგან ასეთია წესი და რიგი. გულზე ლოდად მაწვა ეს ზარდახშა და ეს სამკაული მაგრამ ახლა ვიცი,რომ ღმერთი არ გაგვწირავს.
--დეიდა ქეთო ჩვენ რა გვევალება?
სერიოზულად იკითხა აჩიმ .
--ნენე მაჩვენეთ და გამაცანით . მაგრამ არც კი ახსენოთ მათე. თქვენ არაფერი არ იცით და არც მე არ ვიცი არაფერი ახლა ღმერთი ვახსენით და საქმეს შევუდგეთ. იცოდეთ არაფერი უნდა შეგვეშალოს მოწინააღმდეგე მხარე ძალზე ჭკვიანია დაკვირვებული.-ჩაილაპარაკა ქეთევანმა და სიცილი აუტყდა. ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა ცოლ-ქმარი მიხვდა, რაღაც კარგი ჰქონდა, ჩაფიქრებული ამ საყვარელ და სათნო ქალბატონს.
გაგრძელება იქნება
თამარელა
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев