თავი 6
მათე უნიკალური მოსაუბრე, მომღერალი და იუმორით დაჯილდოვებული აღმოჩნდა,ის უყო ვაჟკაცური სპორტული აღნაგობის მომხიბლავი მამაკაცი,რომელმაც უცბად დაიპყრო მანდილოსნების გული. მათეს, არც ერთი ქალი არ დარჩა ყურადღების გარეშე სწრაფად დაუახლოვდა ქალებს და მათი გულიც უცბად დაიპყრო. ბევრი დალია და ქალებსაც ბევრი დააძალა,რომლებიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მათეს. მისი წყალობით მოსაწყენი შინაბერა ქალთა თავყრილობა ,ზღაპრულ საღამოდ გადაიქცა. ნენე შეჰყურებდა მათეს და გულში ბედნიერი იყო,რადგან გოგოებს ეს საღამო არასდროს დაავიწყდებოდათ.
--გოგონებო,სმენა იყოს და გაგონება,ბოლომდე ვერთობით და იცოდეთ ყველას პერსონალურად მოემსახურება ჩვენი ერთგული და ძველი მეგობარი ტრანსპორტის სამინისტრო. ასე ,რომ ,,მოწყენილი სახეები აქ არ იქნება,სიყვარულის ღმერთმა თურმე ასე ინება"...მღეროდა გიტარაზე მათე და ქალთა გულები საბოლოოდ ფეხქვეშ გაიგო. გოგონები გვიან ღამით დაიშალნენ მათ პირადად ემსახურებოდნენ მათეს მიერ გამოძახებული ოფისის ახალგაზრდა თანამშრომელი მამაკაცები,აურზაურს ია შემორჩა.
--მე ალბათ მათე გამიყვანს პირადად,რადგან თურმე მეზობლები ვყოფილვართ -გამოაცხადა იამ და ნენეს დამცინავად გადახედა.
--ჩემი თავი შემოგევლოს ჩემო მშვენიერო.-პათეტიკურად ასწია ხელი მათემ და ქალს ისეთი ვნებიანად გაუღიმა ნენეს პირკატა ეცა.-მთავარია არჩიბალდი მოვიდეს დროზე და ვინმე ნასვამმა დიაცმა თავისთან არ შეიტაცოს. გოგოებო
მოდი მაგიდა ავალაგოთ გავერთობით.-წამოიძახა მათემ
და იას და ნენეს ხელმკლავი გამოსდო და მაგიდისკენ წაიყვანა.გოგონები მაგიდის ალაგებას შეუდგნენ, მათე სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად. -მოგეხმაროს ცოტა,რას მიკეთებს,მარტო ცოდო ხარ.მაინც ხომ იცდის.
--კი იცდის,რადგან უნდა გააცილო და ეგ ისეთი კვაჭია ზეგ ხელისმოწერაზე დაგვპატიჟებს. -ბრაზი გაიპარა ნენეს ხმაში.მათეს ჩაეცინა.
--ჩემო ნენე,შენ გირჩევნია ეგ კარგად დაიხმარო,მე სახლამდე მივიყვან ,სხვა დანარჩენზე კი ბოდიში არაფრის თავი არ მაქვს-ახარხარდა მათე ნენესაც გაეცინა.
--თურმე რა ეშმაკი ყოფილხარ?
--ჩემმა მძღოლმა არჩიმ იცის,რომ შეფი არსად არ უნდა დატოვოს,ასე რომ არჩის იმედი იქონიე და მაგიდის ალაგებას მორჩით. მათე ნენეს დაემშვიდობა,ხელზე აკოცა და სრულიად ფხიზელი შეხედა.
--მითხარი,რომ მაძლევ უფლებას კიდევ მოვიდე და მოგიყვე ,როგორ ვიცხოვრე უშენოთ.ნენემ თავი დახარა .
--მოდი როცა გინდა და მოგისმენ.-მათემ ქალს გაუღიმა, დაემშვიდობა და კიბეები ჩაირბინა,,
რომ არჩის დასწეოდა,რომელსაც ხელ-მკლავით ია მიჰყავდა. ია მანქანაში ჩაჯდა,
--აჩი ჩემო მეგობარო,მიიყვანე ქალბატონი ია,სახლამდე გზაში კარგად გაიცანი და ეცადე ყავაზე დაგპატიჟოს.;;ვიდნი" ქალია. მე ცოტას გავივლი და სახლში ტაქსით წავალ ,შენ კი ხვალ ცოტა გვიან მოხვალ; რომ გაიღვიძებ. --მძღოლს გაეცინა .
--არის უფროსო,როცა გავიღვიძებ.
მანქანა დაქოქა და უკვე ალკოჰოლით კარგა შეჭიკჭიკებული ია სახლში წაიყვანა. მათეს გაეღიმა.
--უფ ,აბეზარი ქალი ,სულაც არ გავახსენდი,უბრალოდ კაცთან უნდოდა დარჩენა და მიხვდა თუ არ გაჩუმდებოდა აჩისაც დაკარგავდა. -გაეცინა, ნენეს ტელეფონის ნომერი აკრიფა.
--გისმენ მათე. -გაიგონა ნენეს მშვიდი ხმა.
--გადმოიხედე შენს ფანჯრებთან ვდგევარ ,შენი ია არჩის გავატანე,ეხლა
ტაქსს გამოვიძახებ და სახლში წავალ ტკბილ ძილს გისურვებ.-მათემ ფანჯარაში ნენე დაინახა და ხელი აუწია . ტროტუარს გაუყვა ,გზაზე გამოვიდა,
ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა.
ბედნიერმა ნენემ სახეზე ხელი აიფარა და პატარა გოგონასავით ატირდა.,,მაინც მეშინია მისი ისე უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში მიჭირს მისი დაჯერება",მოიწმინდა ცრემლი და თავის შინაგან ხმას დაელოდა .ნენეს შინაგანი ხმა დუმდა თითქოს ებუტებოდა ნენეს.
მათეს მოსვლას მთელი კვირა ელოდა ,თითქოს მათე ფიქრის დროს და მომავალში გადადგმულ ნაბიჯის აწონვის და შეფასების საშვალებას აძლევდა..ის ისევ შებინდებისას მოვიდა და ისევ ერთი ულამაზესი ვარდის კოკორი მოუტანა.
--მეგონა დამირეკავდი და მომიწვევდი,მერე მივხვდი ასეთ დიდ ,;თავგანწირვას" შენგან არ უნდა დავლოდებოდი და თავად მოვედი.
ირონიულად ჩაეცინა მათეს
--ეგ სწორედ მიმხვდარხარ ,თანდათან სწავლობ ჩემს ხასიათს და ბუნებას .ხვდები ალბათ ,რომ ის სარაფნიანი დიდთვალება გოგო აღარ ვარ და არც შენ ხარ ზღვის პირას მდგარი ზღვასავით კამკამა,სუფთა ბიჭი.
--შეიძლება კამკამა და უმწიკვლო არ ვარ ,მაგრამ კაცურად მიცხოვრია და ვიცხოვრებ,შენ რას მეტყვი შენზე?
--არც მე ვარ დიდ თვალება პატარა გოგონა,მაგრამ მეც სუფთა წარსულით და აწმყოთი მიცხოვრია და ვცხოვრობ.
--სასწაული ის ენერგეტიკაა,რამაც დღემდე მოგვიყვანა. შენში ისევ ვხედავ იმ პატარა გოგოს შენ კი ჩემში ხედავ იმ პატარა ბიჭს.
--მაგრამ შენ გყავს ლალი.-სევდა შეეპარა ნენეს ხმაში.
--დიახ ამ ხნის მანძილზე მე მყავდა,ლალიც,ეკაც,ნათიაც,მადონაც,
მაშიკოც და ბევრი სხვაც.
--ღმერთო რა მექალთანე ყოფილხარ.-გაიბუტა ნენე.
--დიახ ვიყავი და იქნებ უარესიც მაგრამ შენთან ისევ ის სუფთა ბიჭი მოვიდა,რომელმაც ამდენ ლამაზ ქალში დიდი და ლამაზი თვალები ვერ იპოვა.მიპასუხე მქონდეს იმედი,რომ ამდენი ხნის ძებნის შემდეგ გიპოვე?-შეხედა მათემ ნენეს და გამომცდელად დააცქერდა.
--მათე შენ ჩემში იმ გოგოს ხედავ ,მე არა-ჩაილაპარაკა და თავი დახარა.
მე კი იმ ბიჭს ვხედავ და შენში კაცის დანახვა, რომელმაც შეიძლება ვნების ცეცხლში დამახრჩოს ვერ წარმომიდგენია.-ხმაში ცრემლი გაერია ნენეს. მათე შეკრთა და
ნენეს ავად მიაშტერდა.
--ე.ი.შენთვის კაცი ბსდრი და ძმანი მისნი არიან და მათე ახვლედელიანი პატარა ცინდლიანი ბიჭია?-ნენე შეკრთა მიხვდა მათემ ვერ გაუგო,რაც მას სურდა და მაგრად აწყენინა.
--შენ ვერ გამიგე მათე, მომეცი,დრო დავრწმუნდე ,რომ ერთმანეთის თვალში გავიზარდეთ და მზად ვართ ერთმანეთი მივიღოთ,როგორც ზრდასრულმა ნენემ და ზრდასრულმა მათემ.
--მე მივდივარ და როცა იგრძნობ,როგორც მათე გენატრები და გჭირდები შემეხმიანე. მაგრამ ვიცი,რომ შენი ჯიუტი გამომდინარე მოკვდები და არასდროს შემეხმიანები. უიმედოდ მივდივარ.
მათე ადგა და დაუმშვიდობებლად დატოვა სახლი. გონზე მოსული ნენე ისტერიკაში ჩავარდა,რადგან მიხვდა,მათეს კარგავდა. წამოდგა უნდოდა გამოდევნებოდა, დაებრუნებინა და ეთქვა ძალიან უყვარს,მაგრამ თავი ხელებში ჩარგო და ხმამაღლა ატირდა.
მათე ლიფტს არ დალოდებია და კიბეები გამეხებულმა ჩაირბინა.თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე,ყელი გულზე მომდგარმა ტკივილმა დასწვა.
--ნუთუ რამე შეეშალა,ნუთუ მართლა ლაწირაკის შეხედულებას ვტოვებ.არა ნენე მათე არც ისე ხელწამოსაკრავი კაცია ,შენ მათე შენი უნიათო თაყვანისმცემლები ნუ გგონია. ვნახოთ რამდენად კერკეტი კაკალი ხარ და რამდენად აჯობებ მათეს სიჯიუტეში.- მანქანის კარები გაბრაზებულმა მიაჯახუნა და ადგილიდან ელვის სისწრაფით მოსწყვიტა..
გაგრძელევა იქნება
#თამარელა#
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев