თავი 2
მათე
ცხოვრებამ სად არ მატარა,კარგიც ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაშიც და ცუდიაც. მე 90-იანი წლების ახალგაზრდა ვიყავი და ცხოვრებისეულმა ქარიშხლებმა და ისტორიულმა კატაკლიზმებმა თავზე ტორნადოსავით გადამიქროლა .ყველა ტკივილი მატკინა ,რომელიც ჩემს გულსა და ცხოვრებასა უშნო ნაიარებივით აჩანდა. ახლა უკვე მოწიფული კაცი ვარ ბევრი ჭირ -ვარამის მნახველი შემდგარი მამაკაცი,მაგრამ მარტოხელა და უსიყვარულო.ქალი ბევრი ყოფილა ჩემს აბდაუბდა ცხოვრებაში მაგრამ,სიყვარული არა. მაგრამ იყო გოგონა,რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ბედი და შეხედულება ქალზე , მის სიყვარულზე,ოჯახზე და ბედნიერებაზე. ეს იყო დიდი ხნის წინათ,ყმაწვილკაცობაში.გოგონა, რომელიც ჩემი ოცნების ქალად იქცა, რომელსაც დღესაც ვერავინ აჯობა .დღესაც ის ჩემთვის საოცნებო დიდ თვალება გოგონაა,გვირილებიანი სარაფნით.
ერთხელ მეგობრებმა გადავწყვიტეთ ზღვა გვენახა,ჩვენ 16-17 წლის ბიჭებს,მხოლოდ მდინარე, რომ გვქონდა ნანახი და თავი მაგარი მოცურავეები გვეგონა,ერთ საღამოს მშობლებს ბარათი დავუტოვეთ და სოხუმის მატარებელში ავედით.პირველი დამოუკიდებელი მგზავრობა და არ შემჩნეული ბავშვური შიში.დილით მატარებელი სოხუმში შევიდა,ჩვენ ბაქანზე ღრმად შევისუნთქეთ უცნაურად ნესტიანი ჰაერი და სანაპიროსკენ ფეხით გავეშურეთ (ასე ვიცოდით გადმოცემით),გზად ახლად გაღებულ სასადილოში დავნაყრდით და მხიარული ხმაურით მივადექით ზღვას.
სასწაული სილამაზე გადაიშალა ჩვენ წინ,ამომავალი მზის სხივები ლამაზად გაფენილიყო მშვიდ ზღვის ზედაპირზე,ჰორიზონტზე მხოლოდ წყალი ლივლივებდა და ბოლო არ უჩანდა,თითქოს ცა და ზღვა ბოლოში ერთდებოდა,პირველად ვიდექი ამხელა,უკიდეგანო ზღვის წინ.ბიჭებმა ტანსაცმელი იქვე მიყარეს და წყალში ხმაურით გადაეშვნენ,მე თითქოს არ მინდოდა ამ სილამაზის დასასრული და არც ვაპირებდი წყალში შესვლას,მაგრამ ვინ დამაცადა სილამაზით ტკბობა,თუმცა დიდხანს მაინც ვერ გავჩერდი წყალში და ეხლა ხმელეთზე ამოვედი და დამსვენებლებ ს გავხედე. ძალიან ცოტანი იყვნენ,ჯერ ხომ ადრე იყო,იქვე განაპირას ერთ გოგოს მუხლებზე რვეული დაედო და კითხულობდა,
ის დილის ზღვაზე ალბათ სამეცადინოდ იყო გამოსული,ბანაობის არაფერი ეტყობოდა გამიკვირდა ჩემი ტანსაცმელი მის გვერდით ,რომ დავინახე თურმე ისე ვიყავი გართული და აღტაცებული ზღვის სიდიადით ვერც დამინახავს.,უცებ თავი ასწია და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეფეთა.ავირიე,ისეთი ლამაზი,შავი დიდრონი თვალები ქონდა,წამში ვიგრძენი როგორ გამიშრა პირი და ამეწვა გულმკერდი,ჩემ ასაკში ალბათ ჩვეულებრივიც იყო,მაგრამ ჩემთვის პირველი და ამოუცნობი.მან ისევ თავი დახარა და კითხვა დაიწყო,მე კი ისე მიველურსმე ერთ ადგილს თვალს ვეღარ ვწყვეტდი,გულში ვნატრობდი არ წასულიყო,მაგრამ როგორც კი მზემ სხივები გააძლიერა,ჩემი ლამაზთვალება წამოდგა და წავიდა.მინდოდა გავყოლოდი,მაგრამ როგორ,რანაირად,უცხო ქალაქში პირველად ვიყავი,გვერდითაც არავინ მყავდა,ბიჭები წყალში ბედნიერობდენ(ჩვენი მდინარის ფონზე,მართლაც ბედნიერება იყო ამხელა წყალში ყოფნა),ვერ გავბედე და ასე დავრჩი მარტო სანაპიროზე გულჩაწყვეტილი.
ამ ამბიდან უამრავი წლის მერე,პარკში კაფეში ვოჯექი,ჩემი მძლოლის მოლოდინში,რომელმაც მანქანა შესაკეთებლად ყავდა წაყვანილი ავტო ფარეხში . ჩემს პირდაპირ ქალების ,ლაღი სიცილი გავიგონე, ღია კაფეში ისხდნენ და ალბათ ისვენებდნენ. სიცილზე ავწიე თავი და უცებ ისევ ისე ძველებურად გამიშრა ყელი და ამიჩქარდა გული,ამდენი წლის მერე ისევ ის თვალები მომჩერებოდა,ის უკვე თავის თავში დარწმუნებული ლამაზი ,ორმოცამდე წლის ქალბატონი გახლდათ.ახლა ის პატარა მორცხვი ბიჭი აღარ გახლდით , ის კი ჩემთვის ისევ ზღვის პირას მჯდარი გოგონა იყო,შავი თვალებით და თეთრ გვირილებით მოჩითული სარაფნით. მივხვდი ახლა მის დაკარგვას ვეღარ შევეგუებოდი და ჯიბრით გავიფიქრე ეხლა კი ვერსად წავიდოდა,აუცილებლად გავეცნობოდი,თუმცა რამდენად მისაღები იქნებოდა ეს გაცნობა ეს უკვეა აღარ მაინტერესებდა ,რადგან არანაირად აღარ ვაპირებდი ამ თვალების ისევ დაკარგვას,ამ ფიქრებში ვიყავი,ქალები წასასვლელად ,რომ წამოდგნენ,მეც ნელი ნაბიჯით გავყევი მათ უკან.როცა ერთმანეთს დაემშვიდობენ და ჩემი ლამაზთვალება მარტო გაუყვა გზას,მივხვდი გამიჭირდა მისვლა და გულში გამეღიმა,ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასეთ დღეში,მაგრამ დრო არ ითმენდა,გვერდი ავუარე შემოვბრუნდი და წინ დავუდექი.
--გამარჯობათ,მაპატიეთ ჩემი ასეთი საქციელი, თუ გინდა თავხედობაც მაგრამ მე უნდა მოვსულიყავი .-ქალმა შემომხედა დამაკვირდა და მომეჩვენა ,რომ სევდიანად გაიღიმა.
--ვითომ რატომ უნდა მოსულიყავით ,
ვიცნობთ ერთმანეთს? .ლამაზად მოწკურა თავისი შავი დიდი თვალები და ისე ლამაზად გაიღიმა მივხვდი ,რომ ღიმილიც ლამაზი ჰქონდა ჩემს უცნობ ქალს.
--ჩვენ ბევრი წლის წინ შევხვდით ერთნამეთს და ვიცნობთ.არა არ ვიცნობთ ერთმანეთი უბრალოდ გვინახავს და ეს ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა წლების მანძილზე ოცნებად დამრჩენოდა თქვენი ნახვა და გაცნობა.-ამოვთქვი სათქმელი და მაშინ როგორც ბიჭობაში მკერდში წვა ვიგრძენი. მან კი თავის ლამაზი,შავი წყლიანი თვალებით ამომხედა და ისევ გამიღიმა სევდიანი თვალებით.
--თქვენ მე გამაკვირვეთ,იცით რატომღაც დავიჯერე,რომ სასწაულები არსებობს. გამარჯობათ მათე მგონი ასე დაგიძახეს მაშინ.-
ამას კი აღარ ველოდი და ისე დავიბენი კინაღამ ავტირდი ,რადგან ვიგრძენი ამ ხნის მანძილზე ამ ლამაზ ქალს ვახსოვდი და ჩემზე ფიქრობდა.
--კი მე მათე ვარ ახვლედიანი თექვსმეტი წლის ბიჭი,რომელმაც პირველად დაინახა ზღვა და თქვენც,გთხოვთ გაგაცილებთ , უკეთ გაგიცნობთ და აუცილებლად მოგიყვებით უთქვენოდ როგორ ვიცხოვრე ამდენი ხანი,პატარა ბიჭის ოცნებებით, რომელიც ისევ იმ პატარა ბიჭის თვალებით ხედავს ,გოგონას დიდი შავი თვალებით.
--მე ნენე ვარ გარიყული.-გაეღიმა და ხელი გამომიწოდა.
--გამარჯობა ნენე,,იცი მე შენ გიპოვე.
ღრმად ამოვისუნთქე და ხელი გავუწოდე.
ჩვენ შორის უხერხული სიჩუმე ჩადგა,მე ვერ ვიწყებდი საუბარს ,
გამიჭირდა საუბრის აწყობა.
--გთხოვ თუ შეიძლება ეხლა სახლში მიგაცილებთ და შემდეგ შევხვდეთ.მაგრამ ახლა თუ დრო გაქვთ ,სადმე დავსხდეთ და თუ ეს უხერხულობას არ შგიქმნით ვისაუბროთ, უცნაურად ნუ მოგეჩვენებათ ჩემი თხოვნა..ვიცი ოჯახი გაქვთ მოვალეობები მაგრამ დამიჯერეთ მე ზღვარს არ გადავალ, უბრალოდ მომეცით უფლება ახალგაზრდობაში ვიმოგზაუროთ და მერე ალბათ სამუდამოდ დაგემშვიდობებით და ბედნიერებასაც გისურვებთ. გთხოვთ ჩვენს ამდენი წლის ნაცნობობას გადაუხადეთ ხარკი. -უეცრად ნენეს სიცილი აუტყდა, მეც გამეცინა.
-- გთხოვთ შეხვედრაზე დამთანხმდით მოდით უბრალოდ,როგორც ნაცნობი, ეს იქნება ერთი პაემანი ახალგაზრდობასთან.
მან ეჭვის თვალით შემომხედა და სევდიანად მითხრა
--მათე ახვლედიანო ნუთუ ბოლომდე რაინდად დარჩებით და მხოლოდ ჩემს მიერ ლამაზ ,მოქარგულ ხელსახოცის აბჯრის ქვეშ ტარებას დასჯერდებით?.
--კი მე გულის რაინდად დავრჩები და თქვენს დაძახილზე მათე მჭირდები იქ გავჩნდები.- ხუმრობაში ავყევი მაგრამ გული სიმწრით მომეწურა, რადგან მივხვდი ახლა მეტყოდა :,,იცით მათე , მე ოჯახი მყავს."
გაგრძელება იქნება.
#თამარელა
--
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев