- მამა გიორგი, დავით აღმაშენებელი გასაგებია, მაგრამ სტალინი რა შუაშია - მეთქი გავიკვირვე.
- არ იცი შენ ეგ. სტალინი ბევრ რამეში დავით აღმაშენებელს კიდეც აჭარბებსო!
- რა, მამა გიორგი აბა ის სისხლის ნიაღვარი და 37 - იანი წლები რაღა იყო?!
- არ იყო ეგ სტალინის ბრალი.ბაბუაჩემიც დიდხანს ჰყავდათ გადასახლებული, მაგრამ ეგ სტალინის ბრალი კი არ იყოო.
- აბა?
- სტალინმა დიდი საქმე გააკეთა, დედაღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, გადაარჩინე ქვეყანა მასონებისგანო და მერე იყო, რომ დაიწყო სტალინმა ბრძოლა მასონებთან. არ იცი შენ ეგ ამბავი.
მერე რაკი სიტყვამ მოიტანა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზეც ჩამოვუგდე სიტყვა, შეხვედრას რომ თხოვდით თუ გნახათ სააკაშვილმა - მეთქი.
- არა, მნახა კი არა...ისე მაგისთვისაა ცუდი..
ეგ კი არა ყველა მიწა, რაც მქონდა ჩამომართვაო, გაეღიმა და იქვე დაამატა, ეე ნახე რა დაემართოსო..
მე ეგ კი არა, ზვიადსაც ვუთხარი, ჯერ არ არის იმის დრო, რაც შენ გინდა გააკეთო - მეთქი და არ დამიჯერა. არ დამიჯერა და ხომ ნახე რა დაემართა.
ისე საქართველო იცოდე გაერთიანდება და ყველა იმ ტერიტორიას დაიბრუნებს, რაც კი ოდესმე დაუკარგავსო, მითხრა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев