როცა ადამიანი ცაში გაფრინდება, ღმერთი მას სარკმელს ჩუქნის, საიდანაც ჩანან მისი ნათესავები და მეგობრები. ამ სარკმლის რაფაზე ყვავილი დგას და ტოტზე ჰკიდია ზანზალაკი. როდესაც ამ ადამიანს ახსენებენ, რეკს ზანზალაკი: როცა კარგად ახსენებენ--მზე ანათებს, როცა ტირიან --წვიმა მოდის, ყვავილი იზრდება და ადამიანის სულს ახარებს სასუფეველში.
თავიდან ხშირად რეკს ზანზალაკი, ხან მზე გამოანათებს, ხან--წვიმა მოდის და ხარობს ყვავილი. მერე ნელნელა იკლებს ზანზალაკის წკარუნი და ყვავილიც ნელ–ნელა ჭკნება...
დაე, ყველას ჰქონდეს მოსიყვარულე გული, რომ ცრემლებით და თბილი სიტყვებით ღმერთს შეავედროს გარდაცვლილის სული, რათა იყოს ნათელში.
დაე, ყველასთვის რეკდეს ზანზალაკი და სარკმლის რაფაზე ყვავილი ჰყვაოდეს...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев