უნდოდათ ვიღაცა მკვდარი მოეთრიათ
განრისხდა ხალხი და სიმშვიდე დაუკარგავთ
ჰგვანან ისეთებს თითქოს თავი არ უმართავთ
მეც თითქოს მარტო ვარ მათგან რიყული
თითქოს ქვეყნისგან ვარ გამორიყული
როგორ გავხდე მე დაუნდობელი
და როგორ შევიყვარო წუთისოფელი?
აღარც სიყვარულია აღარც პატივი
ერთი უხამს სიტყვებს მეორეს გაჰკივის
დავკარგე წარმოდგენა დავკარგე იმედი
თითქოს სიკვდილისთვის კლდესთან მივედი
მივხვდი არ არის გამოსავალი
და არც სიკვდილია ძალზედ მთავარი
თითქოს ჩემი დარდი გულში ჩაუდიათ
თითქოს საიდუმლოც სხვისთვის არ უთქვიათ
აბა რატომ არ აქვთ ჩემზე წარმოდგენა
აბა რატომ არ მსურს ხალხში გამოჩენა?
თითქოს ძმებმა ჯიბე დამიცარიელეს,
თითქოს სიყვარულს ამთხევდნენ ჩემზე
აბა რატომღა ვგრძნობ სიცარიელეს
და რატომ ვდარდობ სხვა დანარჩენზე?
აბა რა საქმე ვქნა რა გავაკეთო
ღმერთო შუბლის ძარღვი არ გამიხეთქო
ღმერთო გთხოვ მომწმინდე სისხლის ცრემლები
ღმერთო გთხოვ გამითბე ცივი ხელები
მითხარი სად ვიპოვო გზები სავალი
თუ არც სიკვდილია გამოსავალი?
მითხრა მე გაჩუქე სიცოცხლე,შვილო
მითხრა თავი შენი სხვისთვის არ გაწირო
დავკარგე წარმოდგენა დავკარგე იმედი
თითქოს სიკვდილისთვის კლდესთან მივედი
მივხვდი არ არის გამოსავალი
და არც სიკვდილია ძალზედ მთავარი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев