ფონდის დამფუძნებელი სამტრედიელი მამუკა თორდიაა, რომელიც ამჟამად ჰოლანდიაში მოღვაწეობს. სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფონდის ხელმძღვანელის თანამშრომლობით სამტრედიაში ორი კონტეინერი სხვა და სხვა სახეობის ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა.
ტვირთი ძირითადად ბაგა-ბაღებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის და შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი.
ფონდის მიერ გამოგზავნილი ტვირთი უკვე დაურიგდათ მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებს.მათ შორის სამტრედიის პირველ, მე-4, მე-10, გორმაღლის, ეწრის, იანეთისა და მელაურის ბაგა-ბაღებს. დახმარებით კმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლები, ასევე მშობლებიც. როგორც ზემოთხსენებული ბაღების გამგეებმა აღნიშნეს ასეთი მასშტაბის დახმარება წლებია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ მიუღიათ რისთვისაც მადლიერებას გამოხატავენ, როგორსც ადგილობრივი თვითმმართველობის ასევე ფონდის მიმართ.
წყარო http://samtredia.com.ge/index.php?p=./news_new/text_3/068


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев