Предыдущая публикация
ნუკი კოშკელიშვილმა ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ცნობილი ტელესახე ბაქოში იმყოფებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით hot.ge ნუკის ესაუბრა, რომელმაც გაგვიმხილა, რომ აზერბაიჯანული ჟურნალი "BOUTIQUE", "ვოგის" და "კოსმოპოლიტენის" დონის ჟურნალია და მის გარეკანზე ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად ხვდებიან. კოშკელიშვილის თქმით, ბაქოში ის მამუკა კიკალიშვილმა მიიწვია, რომელიც ამ ჟურნალთან თანამშრომლობს. ნუკი ბაქოში სწორედ მაშინ იმყოფებოდა, როდესაც მამუკა კიკალიშვილი "BOUTIQUE"-ისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავ, მილა იოვოვიჩს იღებდა.
გთავაზობთ ფოტოებს ნუკი კოშკელიშვილის ახალი ფოტოსესიიდან.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев