პიცის დამზადება სახლის პირობებში (დადებულია მონაწილეების თხოვნით):სახლის პირობებში გაკეთებული პიცა
წარმოგიდგენთ მარტივ რეცეპტს პიცის სახლის პირობებში მოსამზადებლად.
რეცეპტის ინგრედიენტები:
2,5 ჭიქა ფქვილი
1 ჩ/კ მშრალი საფუარი
1 ჩ/კ შაქარი
100 მლ. წყალი
1,5 ს/კ მცენარეული ზეთი
მესამედი ჩ/კ მარილი
2 ცალი ქათმის ფილე
1 თავი ხახვი
2 ცალი პომიდორი
10 ცალი სოკო შამპინიონი/ქამა
1 ცალი ბულგარული წიწაკა
3 ს/კ ტომატის სოუსი
200 გრ. ყველი მოცარელა
150 გრ. მაგარი ყველი
~ მომზადების წესი ~
1. გაალღვეთ საფუარი თბილ წყალში.
2. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი , შაქარი. მოასხით გამლღვალი საფუარი და მცენარეული ზეთი. შეურიეთ და მოზილეთ ცომი.
3. დაამრგვალეთ ცომი, გადააფარეთ სუფთა ნაჭერი და დადგით 1 საათი, სანამ ცომი კარგად არ ამოვა.
4. ამასობაში ქათმის ფილეს ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, სწრაფად შებრაწეთ ზეთში ყველა მხრიდან და შემდეგ შედგით ღუმელში, სანამ ბოლომდე არ მომზადდება. ბოლოს, გააგრილეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.
5. ამოსული ცომი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე(მოაყარეთ ფქვილი), წაუსვით ზემოდან პამიდვრის სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი მოცარელა. ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ დაჭრილი ქათმის ფილე, დაჭრილი სოკო და ხახვი, პომიდორი და მწვანე ბულგარული წიწაკა.
6. პიცას მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში წინასწარ 200ᵒ С-მდე გახურებულ ღუმელში.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев