ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან — ღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა
"და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად"
.
სიქსტის კაპელა პირველად პაპ სიქსტუს IV-ის დროს XV საუკუნეში მოიხატა. მაშინ რომის პაპმა საუკეთესო მხატვრები პიეტრო პერუჯინო, სანდრო ბოტიჩელი და მიქელაჯელოს მასწავლებელი დომენიკო გირლანდაიო მიიწვია. XVI საუკუნის დასაწყისში კი იულიუს II მიქელანჯელოს კაპელის ჭერის კედლის ფრესკა დაუკვეთა. იულიუს II ჩინკვეჩენტოს ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის ყოველთვის საუკეთესო მხატვრებს იწვევდა და კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკურ და რელიგიურ ავტორიტეტს შექმნილი ხელოვნების ნიმუშებით კიდევ უფრო ამტკიცებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხატვრებს უკვე დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ. შედეგად მიქელანჯელო გარკვეულ შემთხვევებში დამკვეთს ეწინააღმდეგებოდა და დამოუკიდებელი მუშაობისთვის საკუთარ განსაკუთრებულ პირობებს ითხოვდა.
მოხატულობის თავდაპირველი სქემა განსხვაებული იყო და თორმეტი მოციქულის გამოსახულებას გულისხმობდა. თუმცა მიქელანჯელომ უფრო დატვირთული პროგრამა შექმნა. ფრესკა კათოლიკური ეკლესიის ძირითად დოქტრინებს ასახავს. სამყაროს, ადამიანის შექმნა, პირველი ცოდვა, ნოეს ისტორია მოხატულობის ცენტრალური ნაწილებია. ჭერის დანარჩენ სივრცეზე კი სიმეტრიულად წინასწარმეტყველების და ძველი აღქმის სხვა სიუჟეტები ნაწილდება.
მოხატულობის ამ რთულ პროგრამაში მიქელანჯელო არქიტექტურულ სივრცეს ბოლომდე ითვალისწინებს. ყოველი კომპოზიცია დამოუკიდებელია და სრულ პერსპექტიულ მთლიანობას არ იძლევა. სხვადსხვა რაკურსების შედეგად ყოველ სცენას განსხვავებული განათება აქვს. მკვეთრი, ღია ფერები და მოცულობითი, ძლიერი ფიგურები მიქელანჯელოს ქანდაკებისთვის დამახასიათებელ მონუმენტურ და დრამატულს განცდას განაპირობებს. მთლიანი მოხატულობის მოწესრიგებულ სისტემაში იდეურად გაერთიანებული უამრავი მხატვრული სახე, განსხვავებულ სივრცეებში, დინამიურად აღიქმება.
სიქსტის კაპელის მოხატულობა ადამიანისა და ღმერთის, ადამიანისა და სამყაროს ერთობასა და კონფლიქტზეა აგებული. სამყაროს შექმნა თითქოს ნებაა, ღმერთის და ადამის კავშირი სიცოცხლის დაბადება, პირველი ცოდვა კი უკვე შექმნილ სამყაროში არსებობაა. მიქელანჯელოს ეს ციკლი არსებობის ნებას ასახავს. ადამიანის და ღმერთის ტრაგიკულ ურთიერთობას და კაცობრიობის მუდმივ წინააღმდეგობებს.
ფრესკაზე ღვთის მარჯვენა ხელი მამართულია ადამისაკენ. მათი ხელები ერთმანეთს არ ეხება. სავარაუდოდ, მიქელანჯელომ ამით ღვთიურისა და ადამიანურის ერთმანეთთან მიუწვდომლობა გამოხატა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев