ილია II მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია გადასვლა: ნავიგაცია, ძიება ილია II უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა Patriarq ilia II.jpg ეპარქია მცხეთა-თბილისისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიები ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ინთრონიზაცია 25 დეკემბერი, 1977 წინამორბედი დავით V დევდარიანი საერო სახელი ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი დაიბადა 4 იანვარი, 1933 (82 წლის) ქალაქი ორჯონიკიძე (ახლ. ვლადიკავკაზი) ეროვნება ქართველი რელიგია ქრისტიანობა საცხოვრებელი ადგილი საქართველოს საპატრიარქო მშობლები გიორგ
შემოქმედება იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი დავით ასრიაშვილის ფოტო გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრ
ბიოგრაფია იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმა
ისტორია[რედაქტირება] ჯვრის მონასტერი არის ერთ-ერთი უდიდესი და უძვირფასესი სიწმინდე და საგანმანათლებლო კერა ქართველებისთვის წმიდა მიწაზე. მონასტერი მდებარეობს იერუსალიმის პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ რაიონში — მალხაში. მასთან ახლოსაა ისრაელის პარლამენტი — ქნესეთი. მონასტერი აგებულია ზეთისხილის ბაღნარში და ადრე არ შედიოდა ძველი ქალაქის საზღვრებში, მაგრამ, ახლა მალხა ახალი იერუსალიმის ერთ-ერთ ცენტრალურ უბნად მიიჩნევა. მონასტრის ისტორია უკავშირდება ბიბლიურ თქმულებას, როდესაც ლოთი დაეცა თავის შვილებთან, ღვთისგან შენდობის ნიშნად აბრაამმა მას გადასცა სამი ხმელი ტოტი: ფიჭვის, ნაძვისა და სოჭის. ლოთს უნდა მოერწყა ეს ტოტები და, ღვთისგან პატიების ნიშნად, ერთი ხე აყვავდებოდა, ზუსტად ასე მოხდა: აქ ამოვიდ
ძეგლის აღწერილობა[რედაქტირება] დღესდღეობით ჯვრის მონასტერი ესაა მაღალი გალავნით გარედან შემოსაზღვრული, პატარა ციხე-ქალაქი თუმცა, ერთადერთი შესასვლელი კარი ადამიანის სიმაღლეზე უფრო დაბალია. გალავნის შიგნით არის მეტად რთული, სამ და ოთხსართულიანი ნაგებობების კომპლექსი. ძალიან დიდ ტერიტორიაზე დაახლოებით 270-მდე სათავსო და დამხმარე ნაგებობაა. კომპლექსის ძირითადი ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, ტაძრის იატაკი მთლიანად იყო შემკობილი მოზაიკით და მოხატული ქართული ფრესკებით. უცხოეთის არც ერთ ქართულ სავანეში არაა შემორჩენილი იმდენი ქართული წარწერა, რამდენიც ამ ტაძარშია აღმოჩენილი
პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში. პოეტმა სწავლა ჯერ თავის სოფელში დაიწყო. პოეტის მამა – ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი იყო. მისი ოცნება ყოფილა, შვილი სამთო ინჟინერი გამოსულიყო. დედა ჩიქოვანს დაბადების წელსვე გარდაეცვალა. დედისადმი მიძღვნილ ლექსებში ღრმა გულისტკივილით იგრძნობა. კიდევ უფრო ტრაგიკულად განიცადა პოეტმა დის ნაადრევი გარდაცვალება. ამიტომაცაა, რომ ბავშვობის დროინდელ მოგონებებს მის შემოქმედებაში ხშირად ახლავს ადამიანური სევდა და სამდურავი წუთისოფლისადმი: “სად დავიბადე, უნდო ბედმა რა გამატანა, სული მწყურვალი და მათარა ძლიერ პატარა”. ნაადრევად დაობლებული პოეტის აღზრდის საქმეში დიდი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ.
, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე, ახალი ქალაქი დააარსა და რომის იმპერატორის ტახტი 330 წელს იქ გადაიტანა. იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული „ახალი რომი“ იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა. ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრისტიანულ დედაქალაქს
ბიზანტიონის ხელაყრელმა მდებარეობამ ორი კონტინენტის შესაყარზე და მთავარ საზღვაო მაგისტრალზე შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის, ხელი შეუწყო მის აყვავებულ ქალაქად გადაქცევას. მისი ასეთი მდებარეობის გამო ის ხშირად ყოფილა მაშინდელი დიდი იმპერიების ქიშპობის საგანი და ბევრჯერაც დაურბევიათ. რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამ მისი როლი რამდენადმე დააკნინა.
Показать ещё