Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
არ მსურს ვიყო ობოლი
არ მსურს ვიყო ობოლი
არ ვფიქრობ რომ შენი მადლი არ მერგება,
არ მჯერა რომ ამ ჭაობის ვარ მე ლუკმა,
სხვა თუ არა,ერთი მაინც გამეგება,
წინ შენ ხარ და უშენობა არის უკან.
არ მსურს,ვიდგე ობოლივით შენგან შორს და
უმზეო სულს ცოდვა ნავსად შეეხავს...
წარსულს არასდროს გაეტირო, ცრემლი შეიშრე,
გთხოვ წინ იარე და გახსოვდეს, დრო არ ჩერდება,
შენი ცხოვრების წუთებს ფუჭად ნუღარ დაკარგავ,
მზენათელ გზაზე სიყვარული ისევ შეგხვდება,
გთხოვ წამოდექი, შეიყვარე შენი ცხოვრება,
ხედავ, ცის გული, მზესთან ერთად შენ გეგებე...